 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 21 ივნისი, 2016 |
(თუ არსებობს რამე პირადული, რატომ არ შეიძლება არსებობდეს რამე ყურადული?)
ოჰ, ვეღარ ვიტან მე - მდგმური დიასახლისის დაგდებულ ყურებს, კართან რომ მხვდება ყოველ დილით და სანაგვეში უნდა ჩავყარო, ამას სჯობია, მომისმინო, მომიყურადო, მომეყრდნო ან მოგეყუროს, რომ ფრთხილად, კანკალით შევაგროვებ წინა ღამის მორჩენილ სითბოს, პურის ნატეხს და ღერ სიგარეტს. გადასაგდებად განწირულ ბოთლს გადავარჩენ და ერთად ვიბღავლებთ მე და შენ ჯიგარ კიმ კი დუკის ფიქრსავსე ფილმზე... ჩვენ ღამეებს დავემალეთ წიგნის თაროებზე. დულსი, მე თმები მოვიზარდე და ზოგჯერ ვიკრავ ხოლმე; თუმცა ვის(ის) რა(მინი) ფეხებზე ჰკიდია?! ვწუხვარ, მაგრამ თუ სოფელში წამომყვები, აღარასდროს მოგიწევს ყოველ დილით პურზე და სიგარეტზე ჩარბენა... გუშინ ერთ ლიტერატურის დილეტანტთან ამაოებაზე ვლაპარაკობდი და მან მითხრა, რომ ეს თეთრი ლექსი იქნებოდა და ჩემს შორისდებულებით პასუხს ვერც ისე გულგრილი დაუხვდა; მინდოდა, წყალი შემეთავაზებინა გასაბრაზებლად განწირული გულის ბადიდან აქერონტში დასაბრუნებლად, თუმცა ხომ იცი, ბინაში წყალს აღარცერთი ავტორი აღარ ვსვამთ, მან კი ვისკი გადაკრა და მოი სულითქვა...
თუ ერთ დილითაც გავიღვიძებ სულ სხვა შეგრძნებით, მოვიწესრიგებ თავს და ნერვებს Una Mattina... თუ სურს, ასეთი აღარ იყოს ჩემი ლექსები, ბედნიერების ჰარმონიით უნდა მატიროს. უნდა მატკინოს სიყვარული, რომლისაც როგორც დღის ჰოროსკოპის ან დაწყევლის, ახლა ისე მწამს. მისი ძილისთვის წართმეული დროც ისე მომწონს, მარტოობას დღეს ერთი კოცნით გავიმიზეზებ. და ერთადერთი, რაც მისგან მსურს, ძველი ხმებია, პარანოიას რომ ეძახის ის დილეტანტი. მტკივა თვალები, ღიმილებსაც ვეხამები და ტყუილებსაც ვჭამ - "იდიოტის" დიეტაზე ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. იუმორის გრძნობა აქვს ავტორს. სალექსო ფორმებსაც ფლობს, როგორც ჩანს. თან კიმ კი დუკიო, ჯიგარიო.
+2 იუმორის გრძნობა აქვს ავტორს. სალექსო ფორმებსაც ფლობს, როგორც ჩანს. თან კიმ კი დუკიო, ჯიგარიო.
+2
3. მერე რა რომ თეთრია, "მოსა სულისთქმელად" ხომ გამოგადგა. :)
"მტკივა თვალები, ღიმილებსაც ვეხამები და ტყუილებსაც ვჭამ - "იდიოტის" დიეტაზე ვარ."
ჰეჰ. +++
მერე რა რომ თეთრია, "მოსა სულისთქმელად" ხომ გამოგადგა. :)
"მტკივა თვალები, ღიმილებსაც ვეხამები და ტყუილებსაც ვჭამ - "იდიოტის" დიეტაზე ვარ."
ჰეჰ. +++
2. "ჩვენ ღამეებს დავემალეთ წიგნის თაროებზე."
საინტერესოდ აწყობილი ლექსია.
"ოჰ, ვეღარ ვიტან მე - მდგმური დიასახლისის დაგდებულ ყურებს, კართან რომ მხვდება ყოველ დილით და სანაგვეში უნდა ჩავყარო," - ძალიან მახვილგონივრულია ეს ფრაზა :)
"ჩვენ ღამეებს დავემალეთ წიგნის თაროებზე."
საინტერესოდ აწყობილი ლექსია.
"ოჰ, ვეღარ ვიტან მე - მდგმური დიასახლისის დაგდებულ ყურებს, კართან რომ მხვდება ყოველ დილით და სანაგვეში უნდა ჩავყარო," - ძალიან მახვილგონივრულია ეს ფრაზა :)
1. ++++ მაგარია ++++ მაგარია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|