ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰეტსონ
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2016


არ წასაკითხი № 3

დღეები ისეთი საეჭვო გამიხდა,
ვდგავარ და ვუყურებ დამტვრეულ ანჯამებს.
შიშველი ზურგები მოუჩანთ ნასიცხარ
თვალებს და დამარცვლილ სიცოცხლეს ვაჯამებ.
დღეები ისეთი საეჭვო გამიხდა,
ისეთი საეჭვო გამიხდა დღეები.
სხეულის მეცხრე თუ მეათე რაიხთან
ნერვებზე გავკარი ასანთის ღერები.
და დილის სიმღერით დავიწყე საღამო.
შეტევა გულის და ბედმაც აქ მიმუხთლა.
გავედი სახლიდან – უღმერთო, ამაოდ.
კარები მოვხურე და მხრებთან მსუბუქად
დაეშვა გადამფრენ ფრინველთა დესანტი.
და ჩემი ოთახი, დაცლილი ვერსაჩე.
იკავებს სიცივეს წყეული, პედანტი,
და კედლებს გაყოლილ ვიტრინებს ვერ ამჩნევს.
რადგანაც დღეები ისეთი საეჭვო
გახდა, რომ დავყურებ დამტვრეულ ანჯამებს.
დამშრალი თვალები უცრემლოდ ამევსო
ტბებით. და დამარცვლილ სიცოცხლეს ვაჯამებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს