ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის აკორდი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2016


სულის შებერვა

ვიცი ასე არის მიზნებთან,
მიღწევით იკარგება ვნება,
თითქოს პოეტი არ იზრდება,
საკუთარ ბავშობაში რჩება!

მერე ივიწყებენ სათუთ მზეს
და მთებს იხსენებენ მხრებად,
თუკი ბედიღბალი ატუზეს-
ბედად უიღბლობა ხვდებათ.

გზაჯვარედინზე გზა სამ მხარეს
მიდის და არც კი წყდება მათთვის,
პოეტს არაფერი ახარებს
სიცილს არაფერში არ თვლის.

ღმერთს თავს მოაჩვენებს ღმერთადაც,
ღმერთთან ერიდება რიდის,
მერე სულ უბრალოდ კვდება და,
საკუთარ ბავშვობიდან მიდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები