ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იზკ
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2016


..

მე მზე ვარ
შენ კი ჟანგისფერი, სათამაშოს თვალება
მე ვწერ
შენ ბურჟუა ხარ
მე დავაფრიალებ ფრიალა კაბას
შენ ამერიკელი მონების :გაბანძებულ" საქართველოში
ჩამოფასებულ ბრენდებს ათვალიერებ,
მე ვაზროვნებ
შენ წესებს სწავლობ,
მე ღმერთის მწამს
შენ ღმერთი მოკალი,
მე ისევ არ ვიცი რა მინდა
ვქრიალებ და გაციებული ადგილის იმედით
ბალიშს ყოველწუთს ვაბრუნებ,
შენ მეათე სიზმარს ხედავ
და არც კი გიფიქრია ათ ცოდვაზე
მე კი ყოველდღე ვცოდავ
იქნებ ახლაც,
როცა ამდენ რამეს გაბრალებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს