ხელზე მწერი დამაჯდა და მეუბნება - შენს ხელზე უნდა მოვისაქმოო.იცი რა? თავშიც ქვა გიხლია-მეთქი.ვითომც არაფერი ხვნეშა გავაგრძელე... საშინელი სიცხე დაიჭირა.მზეს,დილიდან ფეხი არ უცვლია,მომაკვდავის თავთან შემოდგმული წვეთოვანივით ადგა მთელს ქალაქს თავზე.ისე,მოსაღამოვდა ღრუბელს წამითაც არ მოჰფარებია,ნამდვილი ჯოჯოხეთი მოაწყო.ასეთ სიცხეში ტონა ნახევარი ლუდი უნდა მოიმარაგო კაცმა და გიგანტურ მაცივარში ჩააცივო,სხვა ვერ გიშველის.ვზივარ,უფრო სწორად ნახევრად ვზივარ,ან უფრო სწორად წამოწოლილი ვარ და ეს მოლაპარაკე მწერი იდილიას მირღვევს.თავშიც ქვა გიხლია - მეთქი რომ ვუთხარი, იუკადრისა და მისი პაწაწკინტელა ფეკალიები,მართლა შემატოვა მარცხენა ხელზე.აბა ახლა ილოცე,შე პატარა ბუზო, ვუღრიალე და ფლოსტი შევაყანე!ხელი მოვიქნიე.სადაცაა ეს პატარა ცინიკოსი უნდა გავგლისო და წკაპ.მშრალზე დავრჩი.უცებ სადღაც,ოთხკუთხა სარკეში აღმოვჩნდი.უმცირესი ყუთი(თუ რაღაც მაგდაგვარი) იყო.ვერ ვიმართებოდი,ვერც ხელებს ვშლიდი,ვიყავი შიგ 20 კვირის ემბრიონივით და სახტად დარჩენილი,ვაფაფხურებდი უმეტყველო თვალებს.ვიფიქრე,თავის გაგრილება,ბევრი მომივიდა ხვალიდან სმას მოვუკლებ-მეთქი,მაგრამ სარკემ პირი მოაღო - ტყუილად ირჯები,მაინც ვერ მომკლავ,არ გამოგივაო.გულიანად გამეცინა.რა ჯანდაბაც არ უნდა იყო,შეწყვიტე ეს ცირკი-მეთქი,ბობოქარი ხმით ავგუგუნდი.ჰო,აბა, რას ფიქრობ ''რა ჯანდაბა'' ვარო,გამომექომაგა,ხმა.ერთი აბეზარი მწერი ხარ,რომელსაც თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მაინცა და მაინც ჩემს გამომხმარ ეპიდერმისზე მოუნდა-მეთქი,თვალი ჩავუკარი.სისულელეა!მე არც მწერი ვარ და არც სარკის ყუთი- თქვა და ნაგვის ურნად გადაიქცა.მოდი აბა,აქ ჩამომხედე და მომჩირჩნე,ახლა უკვე ურნის ფსკერიდან ამომძახა იგივე ხმამ.საშინელი სუნი დადგა ირგვლივ,გეგონებოდა მთელი მსოფლიოს ვირთხები იმ ურნაში გახრწნილიყოს.თვალები ამეწვა და საჩვენებელი თითით,მოვისრისე.ვისრესდი,ვისრესდი,ვისრესდი.თან მსიამოვნებდა,თან ამ ჟანგიანის მოთმინებას ვცდიდი.ვფიქრობდი - აი ახლა ხელებს ჩამოვიღებ,თვალებს გავახელ და ეს სირეგვნეც მორჩება-თქო.შენც არც მომიკვდე,ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა , თვალში ფოკუსარეული კამერასავით ვიყურებოდი,საშინელი დამპლის სუნი ცხვირის რეცეპტორებს უსაშველოდ მიღიზიანებდა და ის ''რკინის კოფერფილდი'', მაინც იქ ეგდო და რაღაცას ყბედობდა. მე,შენი ხვალინდელი დღე ვარ-მაჯახა ეგრევე,ცოტა აზრზე რო მოვედი... მისმინე შე საჯართიდან გამოძევებულო!დავიწყე მაღალ ტონალობაში.მე,აზრზე არ ვარ შენ რა, ან ვინ ჯანდაბა ხარ,მაგრამ მოვითხოვ რომ ჩემს ოხერ ბინაში დამაბრუნო,ჩემს სკამზე,ჩემს ოთახში,ჩემს აივანზე,ჩემს ტუალეტში, რავიცი სადაც გაგიხარდეს,ოღონდ კი ჩემი ბინა იყოს! -კარგი ვთქვათ დაგაბრუნე... -ჰოდა დამაბრუნე,აღარ უნდა ამას ბევრი გატრაკება! -რას შეცვლი? -რა უნდა შევცვალო? -აბა,კარგად შემომხედე! -გხედავ,ნაგვის ბუკეტი ხარ -ცინიზმის გარეშე.კარგად შემომხედე -გხედავ,აი,გხედავ!მოლაპარაკე ნაგვის ურნა ხარ.წამის წინ ყუთი იყავი,უფრო ადრე ქაქისგან გაბეყილი მწერი! -შენ არაფერი შეგცვლის,შენს სოროში გაბრუნებ! -ალილუიააა -ძალიანაც ნუ გაგიხარდება.არც არსად წასულხარ,არც გუშინ,არც დღეს და არც ხვალ წახვალ სადმე.პატარა,ქოთნის ყვავილი ხარ,დიდი ღიპით.პატარა დროზერა.არც თვალები გაქვს,არც ტვინი.მხოლოდ პირი გაქვს მოღებული,რასაც ჩაგასხამენ იმას ითვისებ და ინელებ.მალე ეგ პირიც ჩამოგიხმება და შეშფოთდები , მარა რაღა დროს...სიარული აქამდე უნდა გესწავლა:ხელ-ფეხი გაგენძრია,დღეების ციკლი შეგეცვალა,შენი საქმე გეპოვა,ტყავიდან ამომძვრალიყავი,ერთო-ორჯერ წელებზე ფეხი დაგედგა,ან რამე გექნა.რამე ისეთი,ჩემნაირ დამყაყებულ ურნასთან საუბარს,რომ აგარიდებდა!მაგრამ მე კვლავ მოვალ...ხვალ,ზეგ,მაზეგ,ათი წლის შემდეგაც და შენ აქ დამხვდები.მოსავებული და დაღლილი-არაფრისგან.უცვლელი, - ამ პოზაში.გავაგასიებული,ხერხემალატკივებული... და ისევ შეგაწუხებს კითხვა - ვინ,ან რა ჯანდაბა ვარ,მე! * * * აივანზე ვიდექი.მზე თითქმის ჩასულიყო.ქუჩაში გრილი ქარიც დაჰქროდა.ყელი მოვიღერე,ქარს სახე მივუშვირე, - მეამა...ღილები ბოლომდე შევიხსენი,ქარმა პერანგის ბოლო ჰაერში აჭრილი ფრანივით ააფრიალა.იქნებ ხვალ,სხვანაირ კაცად გავიღვიძო-მეთქი,გავიფიქრე და ჰაერის მომდევნო ნაკადს,ღიმილიანი სახე დავახვედრე.იქნებ ხვალიდან იღბლიანი კაცი ვხდები-მეთქი...სულ,უფრო და უფრო ვიღიმოდი.ვიღიმოდი და ვიღიმოდი.გრილი ნაკადიც არ წყდებოდა.ყველაფერი კარგად იყო.პერანგის ბოლოც ისევ ისე ფრიალებდა.ეგ კი არა - ცას სწვდებოდა,თითქმის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უი მეც კაფკა გამახსენდა.
სიცხეში ცივი ლუდი მართლა კაია :) უი მეც კაფკა გამახსენდა.
სიცხეში ცივი ლუდი მართლა კაია :)
2. სიცხეში ლუდი საჭიროა აშკარად
თუნდაც ნუ იქნება ტონანახევარი, იყოს დასაწყისისთვის ლიტრანახევარი სიცხეში ლუდი საჭიროა აშკარად
თუნდაც ნუ იქნება ტონანახევარი, იყოს დასაწყისისთვის ლიტრანახევარი
1. იყო აქ რაღაც, კაფკასეული :)
იყო აქ რაღაც, კაფკასეული :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|