ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰენკ
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2016


ეჭვი


მე ხომ სულ მაწუხებს რაღაც,
ის, რაც ვერ მომირჩა დღემდე:
შანსის არსებობას ვეჭვობ...
ასე გადაბრალდა დაღლას, -
ბევრი ცდის და მარცხის შემდეგ, -
შენ რომ ვერ გიწოდე: "ჩემო"

რაღა გაეწყობა, თუკი,
ქარის მოტანილი იყავ, -
ცოლად წაგიყვანა მანვე...
ფიქრებს საკენკივით ვუყრი
გონს, რომ უშენობა მიყვარს
და თავს ხან ვაჯერებ, ხან ვერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები