ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2016


-> -> ->

ბოლოს ყველა კარი იხურება
და რჩება ემოცია დანატორი,
ერთ დროს ნაფეხურებს სტრიქონებად
ვტოვებდით გვერდი-გვერდ და დადნა თოვლი.

ახლა სულ სხვაგვარი სიცივეა,
შეშალეს ლამის ზეცა ბატონებმა,
არაფერზე ვბჭობ და იცინიან
და მხოლოდ ველოდები გათოვებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები