 | ავტორი: ინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 ივნისი, 2016 |
დღეს არ ვაპირებ, კარგად დავწერო. . ვიღაც თუ მკითხავს კარგად როდის ვწერდი, გიპასუხებთ, თქვენ რომ გეძინათ- მე ძაღლივით, ფერდებჩამტვრეული, შიმშილისგან მუცელშევარდნილი ღამის ქუჩებში ყველა ნაბიჯზე ვაწყდებოდი სიკვდილს, ბრმა მოხუცის არსაითკენ მიპყრობილ თვალებში, ობოლი ბავშვის ცოცხალ დედამისში, რომელიც ყარდა, არყით, ნიკოტინით და მას არ ჰქონდა დედის სუნი, სულზე რა უნდა ვთქვა. დიახ, მე ვწერდი მაშინ, როცა გეძინათ. შემოდგომა რომ კოჭებზე მეხვეოდა საშველად, მე კი ვერაფერს ვშველოდი და გვიდნენ ყვითელ ფოთლებს. . ვიდექი და ხეს ვუყურებდი, იმ უსინათლო მოხუცს ჰგავდა, აღარც ცას შეჰყურებდა, აღარც ღმერთს. . მე ვერ შევძელი მასზე დამეწერა, რადგან-
დღეს არ გამოვა, კარგად დავწერო. . სულერთია, ცხოვრების ძაღლი ვარ და ვიყეფები. . ერთჯერადი სიკვდილიც არსებობს თურმე. საზღვრებს იქით ბავშვებს კლავენ, რადგან შენ მათთვის სხვა სახელი გქვია ღმერთო, რადგან ისინი სხვა სიტყვებით ლოცულობენ. ჩემს ქალაქში, ბავშვები ერთჯერადად არა, ყოველდღე ახლიდან კვდებიან. დილით კი ცოცხლდებიან, რომ ისევ მოკლან- ბორდიურებზე, კაფეებთან, ქუჩის კუთხეში, ხელგამოწვდილები, ბავშვები, რომლებსაც არ ჰქონდათ არჩევანი თავი გადაერჩინათ. .
არ ვიცი, როგორ წერენ დაღვრილ სისხლზე ამბის დონეზე.
მშვიდად იძინეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან მაგარია ძალიან მაგარია
5. მომეწონა :)) კარგად აზროვნებს ავტორი. მომეწონა :)) კარგად აზროვნებს ავტორი.
4. მოკითხვა მუხას. . ნიკი, იმიტომაც. : *) მოკითხვა მუხას. . ნიკი, იმიტომაც. : *)
3. მთელი მსოფლიოს ტკივილი ფიქრად წამოგიკიდია ზურგზე. მთელი მსოფლიოს ტკივილი ფიქრად წამოგიკიდია ზურგზე.
2. უი, არ ფასდება? რატომ ვითომ? უი, არ ფასდება? რატომ ვითომ?
1. ფიქრებიან- გულიანი :)
5 ფიქრებიან- გულიანი :)
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|