ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2016


სან - ქუჩები

სან, იცი?
ქუჩებს ვერაფრით მოატყუებ...
ყურს უგდებენ ნაბიჯების ხმას
არითმიულად რომ უტევენ მძიმე ქვაფენილს.
და მერე რა თუ ღიმილია მაინც თანმხლები.
და მერე რა თუ სიმშვიდე გდევს ვითომ ხელკავით.

როცა ქალაქში წვიმს და გზადაგზა
გამვლელებს სადღაც ეჩქარებათ, ანდაც პირიქით
სულ არ ჩქარობენ,
ჩერდებიან,
თავს აფარებენ...
შენ კი რატომღაც მიაბიჯებ არაქალურად
და ყველა გუბეს ფეხის გულებს ისე ატოლებ
როგორც წლების წინ, ბავშვობაში...

თითქოს არც წვიმდეს...

მიდიხარ სან და გეცინება
ასე უაზროდ, უყველაფროდ ან უმიზეზოდ,
ხალხს მოატყუებ, ქუჩებს- ვერა
მითუმეტეს ასეთ ამინდში,
რადგანაც თვალებს ირეკლავენ და მუდამ სდუმან...

იცი?
არ მიყვარს სიარული წვიმაში ქოლგით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები