ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეწერებაა
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2016


მარტივი ენით დაწერილი - სამწუხაროა

სამწუხაროა! გალეული ვეღარ მიცანით,
წლები,სიცოცხლე დაუწერელ ლექსებს ვუბოძე.
ვდაგავრ აქ როგორც გაუთლელი,საჯვრე ფიცარი,
დილით რომ უნდა დააჭედონ მამის კუბოზე.

სამწუხაროა მაცხოვარო მაინც გიწყრები,
და მკლავს იმდენად მექავება მწვავე ეგზემა,
ჩვენში კეთროვნებს მკურნალობენ ქრისტესისხლებით,
მე დარდიც ვეღარ მომირჩინეს ქრისტელექსებმა...

სამწუხაროა! ვიგუდები ისე მეკვრება
სულზე ის შენი მონატრება ჩემო ძმაოჯან,
რომ წელიწადში ერთადერთხელ ჩვენი შეკრების
მიზანი მხოლოდ ხინკალია - თექვსმეტნაოჭა...

სამწუხაროა! რომ სულ მალე სხვასთან გაიყოფ
სარეცელს,მე კი ჟოლოსფერი ბაგის არომატს
ვინატრებ,მერე მანუგეშებს ვინმე: ქალი ხომ
ერთი უბრალო შეგრძნებაა!
სამწუხაროა!

სამწუხაროა! რომ მიყვარხარ ისე ძალიან,
ვიწვი ცრემლად და მოგონებად ჩამოღვენთილი...
და მკერდქვეშ რომ გაქვს ის წითელი, მცირე ხალია,
ამ საცოდავი ცხოვრების და ხსოვნის წერტილი.

სამწუხაროა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს