ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: იუმორისტული
2 ივლისი, 2016


ჩემი მეგობარი ოდიკო

  არ შემოუხედავს, წინ გამიარა, თითქოს ნაბიჯებს ითვლისო, მომესალმა და გვერდით დამიდგა ერთგულ თანაშემწესავით, მამამისსაც კი შეუძლია ძია დამიძახოს, თუ ასაკს შევხედავთ, მაგარამ ხნოვანებას ვინ დაგიდევთ ეს 22 წლის ბიჭი მეც და ყველას როგორც თანატოლს ისე გვიყურებს.
- როგორ ბრძანდები თეიმურაზ- ვითომ ჩემი ჯანმრთელობა დააინტერესა, გადმომიღიმა და სიგარეტს  მოუკიდა. გაიცანით ჩვენი სამკაციანი ბრიგადის გამოცდილი მძღოლი, ჩემი მეგობარი ოდიკა. საშუალოზე მაღალი, ზომაზე საკმაოდ  სუსტი, დინჯი სანამ გაბრაზდება, თავის თავში დიდად დარწმუნებული კრ... კინაღამ რაღაც წამომცდა, წლინახევრის ვაჟკაცის მამა. ჰო, მავიწყდებოდა გახეული ჯინსებით და საერთოდ, უდარდელა ჩაცმულობით.
ნეტავ მხოლოდ ამით მთავრდებოდეს მისი დახასიათება.
- სახეზე რა გჭირს ბიჭო?- ვეკითხები.
-არაფერი პატარა გამკაწრეს- ნაპასი დაარტყა ისიც უდარდელად.
გასაგებია, გუშინ ეტყობა ცოტა მობუბნეს, ხშირად ემართება ხოლმე საწყალს. არადა ყოველთვის ყველასთან მართალია ბიჭი, უბრალოდ იჩაგრება.
ორი წელია მასთან ვმუშაობ. გაცნობისთანავე გამაფრთხილა თავში რაღაც ორი კონტაქტი მაქვსო(ელექტრიკები ვართ) დალევის დროს, განსაკუთრებით "პახმელიაზე" ეს კონტაქტები ერთმანეთს უახლოვდებიან და ადვილად გამოვდივარ მწყობრიდან, ამიტომ მაგ მდგომარეობაში როცა ვარ მომერიდეო. დიდად ვაფასებ მის წინდახედულებას, ხომ შეიძლებოდა არ გავეფრთხილებინე. მესამე დღესვე, ისე აგიხდეთ ყოველივე კარგი, ამიხდინა, ძალიან მაწყენინა, გადავყლაპე. დამშვიდებულზე გაკვირვებული მიყურებდა, არ ყოფილა მთლად ცუდი ტიპიო ეტყობა გაიფიქრა, სახეზე ასე ეწერა, ის კი მითხრა, ხომ გაგაფრთხილეო.
  დილდილობით სკვერის წინ ვიკრიბებით ბრიგადები დავალებებს ვიღებთ უფროსებისგან, მანქანებზე ვსხდებით და გავდივართ ობიექტებზე.
მთავარ ოსტატს ბიჭუკელა ჰქვიაა, წყინს თუ სახელს გავუპრანჭავთ, არადა ძალიან გვიჭირს უფროსისადმი ამ სახელის გამორქმევა, ვართ გასაჭირში. მოიტანს  თაბახის ფურცელზე ჩამოწერილ გრძელ სიას, დაზიანებული ობიექტებისას, აგვიხსნის სად უნდა მივიდეთ, რაგზით და მერე სადღაც გაქრება, ათას საქმეს არის მოდებული, ჩვენთვის სად სცალია. ამით მთავრდება მისი სამუშაო დღე. თავში დამავიწყდა ჯერ საყვედურებით დაიწყებს, ეს როგორ ვერ მოასწარით. ადრე გაიქეცით ხოლმე სახლში, სერიალებს რომ მიუსწროთო და მოაყოლებს ნაწყენი კილოთი კიდევ ბევრს სხვას. უფროსი რის უფროსია, რაც ევალება ხომ უნდა გააკეთოსს.
ისე, სამხედრო ძალებში ვიმსახურე მანამდე ხელმძღვანელ თანამდებობებზე და რაც იქ ხელქვეითებისთვის 25 წლის განმავლობაში საყვედური მითქვია ორ წელიწადში დამიბრუნა უკან ჩემმა ორმა უფროსმა. მეორე, ვალოდია ჩემი უშუალო უფროსი, ყველაფერი მისი გასაკეთებელია, უდროოდ წასული ბიჭუკელას საქმის გაკეთებაც მას უწევს და არის ერთთავად წუწუნში.
დავალებამიღებულები და დამოძღვრილები მივემართებით ორი მანქანით სხვადასხვა მიმართულებით. მე და ჯონის, მგონი გითხარით ზემოთ, ოდიკოს მანქანა გვარგუნეს, როგორც ახალბედებს. ჯონი ჩემი მეწყვილეა, დაქორწინებადაგვიანებული, 35 ს გადაცილებული, ჩამკვრივებული, ბუზღუნა ბიჭი. ოდიკოს ყველაზე მეტად მისი ეშინია, დინჯი კია, მაგრამ ცუდი გაბრაზება იცის.
  ჰო, მანქანა ვახსენეთ, ოდიკოს "ზილში" აუღელვებლად ვერ იჯდები. ჯერ ერთთავად რაღაც უფუჭდება, ამოიხრიალებს დაუგეგმავად და შუა გზაზე გვატოვებინებს ამდენა სამუშაოს, მეორე დილით კი საყვედურები. ისე ოდიკოს უმართლებს , მე და ჯონის დაგვატყდება ხოლმე რისხვა, ყველაზე მეტი მე, თითქოს წინა საუკუნის პირველ ნახევარში გამოშვებული "ზილის" გაფუჭებაში მე მქონდეს ბრალი. ასე მგონია სიამოვნებთ ბიჭუკელა-ვალოდიას-- უფროს ოფიცერს მისცე საყვედურები მეტი ადრენალინი და მეტი პრესტიჟია ალბათ. ადრე ვნერვიულობდი და შევეპასუხებოდი ხოლმე, ახლა შევეჩვიე და მსიამოვნებს, თან უფროსები არიან, თავისი საქმე ხომ უნდა აკეთონ.
      მანქანაზე ვამბობდი, ---- რა არ აქვს:
  -- მარჯვენა სარკე, მარცხენას პატარა ნაჭერი აქვს შერჩენილი, უკანუკან რომ მივდივართ ვიწრო ორღობეებში ის არის ჩვენი ერთადერთი იმედი,
-- უკანა "პავაროტნიკი" მარცხენა, რამდენჯერ ჩვენს უკან მომავალი მანქანა კინაღამ გავაგზავნეთ მინდვრებში "ტრასაზე მარცხნივ რომ უნდა ჩაგვეხვია, თუმცა ახლა აღარც მარჯვენა გვაქვს, ამას წინათ ოდიკო აწვალებდა "პავაროტნიკის" გადამრთავს( სიგნალიც იმაზე გვქონდა), უცბად ნერვებმოშლილი ჩაებღაუჭა, მოტეხა და გაისროლა ფანჯარაში. რას ერჩოდი მეთქი წყნარად ვკითხე, გამახსენდა მარცხენას რომ არ ანთებდა და გავუბრაზდიო. ასე დავრჩით უპავაროტნიკოდ და უსიგნალოდ. მერე ჯონიმ მოუძებნა სადღაც ტუმბლერი იქიდან ასიგნალებს ხოლმე კმაყოფილი გამომეტყველებით. ისე მაგის უსიგნალოდ ყოფნა საცოდაობაა, თითქმის სამჯერ მეტი წლოვანებს ვარ და რაიონში ამდენი ნაცნობი სად მეყოლება, როგორ მოასწრო ამ ბავშვმა ამდენი ნაცნობმეგობრის გაჩენა, წუთი არ გავა ვიღაცას არ მიუსიგნალოს, უცბად დაიხრჭიალებს ტორმუზები, გადახტება მანქანიდან, გადაკოცნის ვიღაცას და, ვითომ მე და ჯონი არ ვუცდიდეთ მოთმინებადაკარგულები, გაუბამს გაუთავებელ ლაპარაკს, რომ ვუსაყვედურებთ პასუხსაც არ გვაძლევს. რამდენიმეჯერ ძლივს გავაგდებინე ჯონის ხელიდან, ახრჩობდა. დღეში ეს გაჩერებები ბევრჯერ მეორდება, სიგნალებს ხომ, ვინ მოთვლის, მე კატეგორიულად მოვითხოვე უფროსობისგან, რომ ის ორი საათი, რომელიც ოდიკოს ვიზიტებს ჭირდებოდა ყოველდღიურად,  ჩვენ კი საკმაოდ გვღლიდა, შეღავათში გაეტარებინათ და სამუშაოს მოცულობა შეემცირებინათ, მაგრამ არავინ არ მომაქცია ყურადღება.
--წინა შიტოკი ნახევარი კარგად დგას, მეორე ნახევარი ხასიათს წაგიხდენს, რომ შეხედავ, ჩვენს პაპებს რომ ქონდათ ლამაზად აპრეხილი ულვაშები დაახლოებით ისე გამოიყურება.
--მინის საწმენდები(მარტო ძრავი უმუმუშავებდა და რაღაცას ატრიალებდა, ისეთი საზიზღარი ღრჭიალი ისმოდა კაბინაში ის დაგღლიდა მარტო. ოდიკომ გააჩუმა როგორც იქნა, ერთ დილით მანქანა დაქოქა და საზეიმო იერით გამოგვიცხადა აბა რას ატყობთ ახალსო, ვერ მივხვდით. საწმენდი აღარ ღრჭიალობსო. მივულოცეთ ერთმანეთს) ,
-- ელექტრო სადენები ყოველ ნახევარ მეტრში გადაბმულია, უიზოლაციოდ, ხან სად მიედება, ხან სად, დაიკარგება დენი ჩაქრება ძრავი. შეძვრება ოდიკო მანქანის ქვეშ, ჩაძვრება კაპოტში, ვერფერს ვერ პოულობს მიზეზს. ვურეკავთ მეხანიკს, მოდის უცბად პოულობს მასაზე მიდებულს, ან გაწყვეტილ სადენს, დაგვიქოქავს ძრავს, საყვედურებით აღავსებს ოდიკოს არაფერი შენ არ იცი, კაბელი გადმოკიდებული რომ იყო როგორ ვერ შეამჩნიეო და მიდის ბუზღუნ ბუზღუნით. არა და ოდიკომ ყველაფერი იცის მაგრამ არა აქვს გული ბიჭს.
-- ხმის დამხშობი,( ახლა ქართულიც შევურიოთ), თუმცა არა, ხმის დამხშობი ოდიკომ უკვე შეაკეთა და სად აქვს ახლა ისეთი ხმა.
    რა აქვს:
--- გათბობა, ზამთარზაფხულ. არ ირთობა, სულ სითბოს უბერავს, ზამთარში ისე თბილად ვართ, ვზივართ კმაყოფილი სახეებით. ზაფხულში თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნებით მე და ჯონი, ოდიკო ყველაფერს ვაჟკაცურად იტანს.
  არის კიდევ რაღაც წვრილმანები, მაგრამ იმათი ჩამოთვლით აღარ შეგაწყენთ თავს.
  ჯონი უფროსებს ვერაფერს უბედავს და მე მებუზღუნება გაუთავებლად- პირველ ბრიგადას ის კარგი მანქანა მემკვიდრეობით ხომ არ ერგო, ხანდახან ჩვენც დაგვაჯინონო.
  დავდივართ უბნებში ოდიკოს მანქანით, დიდი მონდომებით ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, გვიყვარს ჩვენი პროფესია,მაგრამ ცოტა დაძაბულები ვართ- ვინ იცის როდის გაჭედავს ან ერთი, ან მეორე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები