 | ავტორი: ილუ ჟანრი: პროზა 5 ივლისი, 2016 |
ღამეები. არის ღამეები, როცა საკუთარ თავს გვერდი უნდა აუარო და ცოტა ხნით, სულ, მარტო დატოვო. ქუჩები ბნელია და ოთახის ფანჯრებიდან გამომავალი შუქები აფერადებენ, შიგა და შიგ. ფეას უძილობა აწუხებს და ღამეებს, ხშირად, გარეთ ატარებს. დგება საწოლიდან, შიშველ, ფეხებზე უცნაური მიშტერება იცის ხოლმე და თავის, აქეთ-იქით, ტრიალი. ვუყურებ საწოლიდან, საბანი ნახევრად სახეზე მაქვს აფარებული და ვფიქრობ, ახლა, რას გააკეთებს ის. წვრილი წელი და სწორი ხერხემალი აქვს, თუმცა მხრებში ხშირად იხრება. ხორბლისფერ კანში ჩამჯდარი ტკივილები ფერიჭამიებივით ჭამენ მის სულს. იხრება, საწოლთან დაყრილ კედებს იღებს და იცვამს. ხელს თმებში იცურებს და ქეთ-იქით აფრიალებს, მერე კი, დგება და შარვალს იღებს. სახლიდან სანამ გავა ყოველთვის სარკეში იყურება, თუმცა ჩაცმულობას არასდროს აკვირდება, მხოლოდ კანს აშტერდება ხოლმე. ადამიანებს, კანითა და სუნით იმახსოვრებს. ყველაზე მძაფრად მონათესავე სულები ამახსოვრდება. ერთხელ მითხრა : "მათ, ჩემთვის განსაკუთრებული სუნი აქვთ კანზე. თითქოს, სულ მინდა მათი სუნთქვა, მათ კანზე შეხებაო." ადგა, ბნელი ოთახები უცებ გაიარა და კარები გააღო. მეც ავდექი. გავყვევი. კიბეები უკან მოუხედავად ჩაირბინა და სადარბაზოდან გასულმა უცებ ღრმად ჩაისუნთქა, ნაწვიმარი, მიწის, სუნით გაჟღენთილი ჰაერი. მერე, ცას ახედა, თითო-ოროლა ვარსკვლავი იყო, აქა-იქ, და მთვარეც შორიდან მოჩანდა. ნელი ნაბიჯებით დადიოდა და ქუჩის ჩასახვევს რომ მიუაახლოვდა, მხოლოდ ერთხელ მოიხედა უკან, ყველაფერს დაკვირვებით შეავლო თვალი, თითქოს, უნდოდა მეხსიერებაში ჩაებეჭდა დეტალურად. კადრები, მას კადრების შექმნა, მათი დაკვირვება დამათი დამახსოვრება უყვარდა. იძახდა ხოლმე : "არიან ადამიანები, რომლებსაც ნახევარ ცხოვრებაზე მეტი არ ახსოვთ, მანამ სანამ რაღაც კონკრეტული წამი არ გაახსენებთ იმ მომენტსო, მე კი მინდა არასდროს არაფერი არ დამავიწყდეს და ყველა მომენტი კადრებად ჩამრჩეს, სულ მახსოვდესო. ზოგჯერ, მინდა ისეთი რაღაცეები გავიხსენო, რაც დანამდვილებით ვიცი რომ გადამხდა, მაგრამ თითქოს, ტვინიდან მაქვს ამოშლილიო. ბევრჯერ მიფიქრია, იმაზე, თუ რა უსარგებლო ადამიანი ვარ. ადამიანი, რომელსაც არაფერში უმართლებს და ეს შეიძლება, ჩემივე, სისუსტესა და უნიათობას დავაბრალო, მაგრამ მაშინაც, კი, როცა რაღაცაში გამართლების შანსი მაქვს, თავს არ ვგრძნობ ბედნიერად. მგონია, რომ იმაზე მეტი შემიძლია ვიდრე ვაკეთებ და მერე, ვაცნობიერებ, რომ სინამდვილეში არაფერს არ ვაკეთებ და ასე, უაზრო გოდებაში გამყავს ჩემი ძვირფასი დრო. დრო, რომელსაც ასე მივტირი. მინდა შეცვლა, ვცდილობ, მაგრამ არაფერი არ იცვლება. პირველი ცვლილება საკუთარ თავში დაიწყეო, ერთხელ ერთმა ადამიანმა მითრა, თუმცა პირველი და არაერთი ცვლილება დავიწყე საკუთარ თავში, სამწუხაროდ, მერე მივხვდი რომ ეს ცვლილებები არაფერში გამომადგა და ყველაფერი ისევ, ისე, ჭაობში მდგარი, მდორე წყალივით იყო. ყოველი წამი, ყოველი კადრი, მინდა სუბ-ტიტრებიანი ფილმივით ჩაიბეჭდოს ჩემს გონებაში და გამხმოვანებელი მე ვიყო, ისე, რომ არცერთი სიტყვა არ დამავიწყდესო." გაბრუნდა და წავიდა. გზა და გზა ჩერდებოდა, ცას უყურებდა და მერე ისევ აგრძელებდა გზას. ნეტავ, გამაგებინა, რაზე ფიქრობდა ხოლმე, ნაბიჯსა და ნაბიჯს შორის. ვინ იცის. მზე ამოსვლას იწყებს. მე, ისევ, საბანში ვარ გახვეული და ფეას წელს ვუყურებ, სურათის, ჩარჩოში. ჩვენ, ერთმანეთს, ხშირად ვტოვებთ, მაგრამ ბოლოს, მაინც ვბრუნდებით. ადამიანებს, სჩვევიათ წასვლა, მანამ, სანამ, მოვლენ. მე და ფეა, ხშირად მივდივართ. საბოლოოდ, კი, ჯერ არცერთი არ დავბრუნებულვართ. არიან ადამიანები, რომლებიც მოსვლას, წასვლით იწყებენ. მე, წასვლას, ვიწყებ მოსვლით, ფეა, კი, მოსვლას, წასვლით. ჩვენ, ორივეს, საბანი გვაფარია თვალებზე და ერთმანეთის, სხეულების, სითბოს ვგრძნობთ, შორიდან. ჩვენ, ორივე დავდვივართ, ოღონდ სხვა და სხვა დროს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ემოცია არის,, თუმცა ბოლომდე ვერ გავერკვიე რაღაცაში ემოცია არის,, თუმცა ბოლომდე ვერ გავერკვიე რაღაცაში
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|