ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2016


სკივრის ქურდები (ყური პირველ სკივრთან)

სულ ოცდათქევსმეტი.
ურდულებ გარეშე, მაგრამ ჭუჭრუტანებით.
ღია კარის ხმები და მიმოფენილი ბგერები ბრბოში.
ჩურჩული
ჩურჩული
ჩურჩული
ჩაჩურჩულა ერთმა მეორეს...
ყური პირველ სკივრთან
სადარბაზო პირველი
სართული პირველი
სკივრი ნომრით პირველი
კარი მარჯვნივ - შესახედად ისეთივე, როგორც შეუხედავი ქალი დაღლილი შესული სააბაზანოში ფერუმერილის ჩამოსაბანად. დასვრეტილი ჩრჩილისგან და ხშირი კაკუნის შედეგად ჩაზნექილი ზედაპირით. სკივრი მტვრიანი, სამ განყოფილებიანი. აბაზანა ვირთხების სადგომად ქცეულა, ფანჯრებში მინები გაბახებულ ქალწულებს ჰგვანან, რომელთა ცრემლები იატაკის ქვეშ გუბდებოდნენ და ნესტიან ჰაერს ორთქმავალივით სტვენით უშვებდნენ ვირთხის სოროებიდან. ერთ-ერთი ფანჯრის მთელი შუშიდან  წარწერა მოჩანდა: „რემონტ ობუვი“, რომელსთვისაც წინადაცვეთა ეს ესაა გაეკეთებინათ მისთვის.
ათას ცხრაას ოთხმოცდაექვსი  წელია. 
ბიძა ვასია სტალინთან ერთად დაბადებულა. ამას ამბობდა ის ერთი, რომელმაც ყველაზე ყველაფერი იცოდა ან არ იცოდა, მაგრამ ამბობდა. ამბობდა ყველგან და ყველასთან: დიდთან და პატარასთან, სტუმართან თუ მასპინძელთან, მტერთან თუ მოყვარესთან. ამბობდა: ავსა თუ კარგს, ტყუილს თუ მართალს, გაზვიადებულად თუ ზვიადის გარეშე.
ნარცისი იყო ჩვენი  ფეფო, ბებო - ეზოს „გული და ძარღვი“ თმებს უკან გადასლეპილს ატარებდა, ერთი კიკინით, რომელიც მუდამ თავწაკრულს, სამკუთხა წვეროდან მოუჩანდა. ერთობ განიერი თეძოები ჰქონდა, უგემურ, სასუქიან საზამთროს მოგაგონებდათ.  თეთრი ფეხის წვივები მოუჩანდა-ხოლმე კაბის დასასრულიდან. მუდამ მამაკაცის ფეხსაცმელი ეცვა. გასვენების ჟამს იცვამდა ქუსლიანებს, ოღონდ ქუსლები ფართოდ ეჯდა მუდამ ფეხსაცმლის ძირებს. მეუღლე ჰყავდა ფეფოს, მაგრამ როგორც ყველა წყვილს ღრმა ძილის ჟამს, ზურგშექცევით ეძინათ. არასოდეს აგინებდა მას პირისპირ, მხოლოდ ჩურჩულით და მხოლოდ ეზოში განმარტოებით.
ფეფო უფერუმარილოც, პირი-სახით ლამაზი მოხუცია, თავადის გვარით.
ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი წელია. ეს-ესაა ბიძა ვასილის სახლიდან ცხვირსახოცაფარებული გამოვიდა. ქაღალდის პარკში კი ფართოქუსლიანი ფეხსაცმელები ელაგა. თვალებზე მძაღე სუნისგან მდინარი ცრემლები შეიმშრალა და გრძელ სკამზე, მეზობლის გვერდით ცოტახნით დაჯდა რათა:
- რას ვხედავ გოგო?! როგორ ყარს ყველაფერი. ძაღლი მიაკვდა სულში! როგორ ცოცხლობენ მისი შვილები. პირში სული როგორ უდგათ?
- აბა.. - უპასუხა შუბლშეუჭმხვნით ჟუჟუნამ.
- რა იყო შე ქალო. არ ვარ მართალი თუ? ერთი ეგერ, აღმაშენებელზე ცხოვრობს. კაი სვამს და კაისა ჭამს. არა ცივა და არცა ცხელა. ის ბიჭი, მისი ძმა, ეგეც სულძაღლი, მხედრიონშია. მაგან არ იყო ჩვენი მილიონია, რომ დააყაჩაღა ამასწინეებზე?!
- ჰო... - უპასუხა წარბაწევით.
- მერე კიდევ, ის საცოდავი ქალი, მილიონიას ცოლი, მაგის მეგობრებს, რომ წაუყვანიათ მძევლად...
- ჰო გოგო. - დაეთანხმა ხელისგულების ერთმანეთზე ხახუნით. - ახალი არაფერია, ნეტავი? ხომ არ გამოუშვიათ?
- ამბობენ გადაუხდია გამოსასყიდიო.
- გადაიხდიდა, აბა რაა?!
- ეს საცოდავი კი, ჩვენს კმაყოფაზეა.
- აბა?! - ისევ სიტყვაძუნწობს ჟუჟუნა.
- დანარჩენები სად არიან? - მეზობლებს გულისხმობდა ფეფო.
- სახლებში.
- რა უნდათ? ალბათ ვერ მოილიეს საქმეები. აბა მე, რომ მიყურებ, უკვე ყველაფერს მოვრჩი. თან უკვე საღამოს ექვსი საათია.  - მაჯის საათს დახედა და თავისი უტყუარობა შეამოწმა. მხოლოდ ერთი წუთით შეცდა. მუდამ თან ატარებდა მაჯის საათს.
- შეიძლება - გაუღიმა ფეფოს ჟუჟუნამ.
მესამე დღეს, სადარბაზოში, საშინელი სუნი დადგა, რომელიც ბიძა ვასიას თავახდილი სკივრიდან...
ის საკუთარ კარადაში ჩაასვენეს და ისე დაკრძალეს. დამკრძალავნი კი მეთხუთმეტე სკივრის ბინადარნი იყვნენ.
დაკრძალესიმ იმედით რომ...
ჩაქუჩის ხმა...
დღე როდესაც, ფეფო მამაკაცის ფეხსაცმლით გამოვიდა სადარბაზოდან.
ფართო ქუსლებიანი ფეხსაცმელები კვლავ ქაღალდის პარკში ძევს.
ფეფომ სკივრს ყური მოსწყვიტა.

გიგო რიონელი·
14 ივნისი 2016 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს