ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰეტსონ
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2016


მზე(რა) დაკარგულ გოგონას

უსინათლოა.
და ჩემს გარდა ვერაფერს ხედავს.
მის წამწამებზე
საქანელა დავკიდე გუშინ.
–ვაქანავებდი.
ღრუბლებამდე დაწეულ ზეცას
სულის სიმღერას უმღერიან თოლიები.

გააღე კარი!
ქარის სუნთქვა რომ ესმათ ყურებს.
ჩემო ძვირფასო – მეძახი და მიყვები ლოცვით
სინათლეს.
რადგან უსინათლო თვალებით უმზერ
ყოველ მწუხრს.
-მიყვარხარ, მიყვარხარ,
გკოცნი.

დილაა,– ყავა ფინჯანით.
და ყვავილს ლანგარზე,
ხელის ცეცებით მიუჩინე ალაგი თმებში.
დამჩემდა–ფარდას გადავწევ და თვალებს ვაცეცებ
რომ
შენს მზერაში ჩამალული მზე დავინახო.

ჩვეული დილა– აივანი, თევზები, კატა.
შენი თვალები ფანჯრებია, ჩამომსხვრეული.
და თხოვნა–
ხელი არ შემახო, ჩემით გავივლი.
ძვირფასო ჩემო,
მხოლოდ თავის დამშვიდებაა.

უსინათლოა.
და ჩემს გარდა, ვერაფერს ხედავს.
და ასე,
ყოველ საღამოს და ყოველ განთიადს
მუხლებთან ვიჯენ.
–ვეფერები.
უფერო ზეცას
სულის სიმღერას უმღერიან თოლიები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს