 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 7 ივლისი, 2016 |
მერე რა მოხდა..ორი დღეა მშიერი თელავ, ქუჩებს ფიქრებით,ტკივილებით თვალცრემლიანი, გლობუსის მსგავსად ტრიალებ და ვერავის ხედავ, რომ სიყვარულით დააპუროს ადამიანი. მაინც მიდიხარ,დამტვრეული როგორც ნივთები შენი ოთახის პარკეტზე რომ მიმოიფანტა, აქეთ მტკვარია,მეტეხი და შენი ფიქრებიც, იმას ეძღვნება ვინც ცხოვრება ისე მოხატა თითქოს,ყველაფერს ეშველება,ანდაც ეშველა, შენ არ გადარდებს ნუგეში და ხალხის იმედი, სულში გაზაფხულს ჩაეძინა როგორც ოდესღაც შენ იძინებდი დედაშენის ლამაზ ხელებში. ისევ მიდიხარ,ვერ ჩერდები,ვიცი ძნელია, დაგენგრა ყველა ოცნება და ვეღარ აშენებ, თეთრი სიზმრები ყოველღამე სახლში გელიან ლექსებსაც უკვე რახანია თავს ვერ ანებებ ამიტომ წერ და დამთვრალი ხარ უალკოჰოლოდ, მთვარე მოგპარა ღრუბელმა და ამას განიცდი, რამდენი რამე დაგეკარგა როგორც ბავშვობა და განშორების დღეებსაც კი ისევე ითვლი როგორც სხეულზე.ნეკნებს ითვლის მშიერი ბავშვი, და შენც ფიქრდები სხვა რა გზაა,ან გეფიქრება, გაჭირვებაზე,სიყვარულზე რომელიც წყალში იხრჩობა მაგრამ გადარჩენას ვერ ეღირსება. მერე რა მოხდა..ორი დღეა მშიერი თელავ, ქუჩებს ფიქრებით,ტკივილებით თვალცრემლიანი, ძმაკაცობ სკვერთან,ქუჩებთან და მთვარიან ღამეს სახლის გზას ისევ გაუყვები ცოტა შემთვრალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ,,გლობუსის მსგავსად ტრიალებ და ვერავის ხედავ, რომ სიყვარულით დააპუროს ადამიანი''. კარგი იყო. ,,გლობუსის მსგავსად ტრიალებ და ვერავის ხედავ, რომ სიყვარულით დააპუროს ადამიანი``. კარგი იყო.
3. ნული ქულა არა რა!
"მერე რა მოხდა..ორი დღეა მშიერი თელავ, ქუჩებს ფიქრებით,ტკივილებით თვალცრემლიანი, გლობუსის მსგავსად ტრიალებ და ვერავის ხედავ, რომ სიყვარულით დააპუროს ადამიანი."
!
ნული ქულა არა რა!
"მერე რა მოხდა..ორი დღეა მშიერი თელავ, ქუჩებს ფიქრებით,ტკივილებით თვალცრემლიანი, გლობუსის მსგავსად ტრიალებ და ვერავის ხედავ, რომ სიყვარულით დააპუროს ადამიანი."
!
2. ხო ნაფიქრალია. ხო ნაფიქრალია.
1. ნორმალური სევდიანი ლექსი იყო, ათიდან სამს რომ დაწერდა ადამიანი, ისეთი. მაგრამ მთვარისა და ნეკნების კომბინაცია.... როგორია ამის თქმასაც ვერ ვახერხებ. ნორმალური სევდიანი ლექსი იყო, ათიდან სამს რომ დაწერდა ადამიანი, ისეთი. მაგრამ მთვარისა და ნეკნების კომბინაცია.... როგორია ამის თქმასაც ვერ ვახერხებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|