ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2024


კვერცხი

ისეთი ნაზი ვით მერცხლის კვერცხი
თითქოს ხარ და თანაც არ ხარ,
ისე გნატრობდი, რომ გნახე შემრცხვა
არ გადაგაძრე სამოსი ცეცხლის,

ცხელა და ვახლი კურცხალებს
ვერცხლის,
ვერც ხის
და ვერც ღრუბლების ცხენი
ვეღარ მაგონებს ბავშვობის ნამცხვრებს,
ცხარდება
ცხარე
ცხოველი
ქერცლის,
და ვაცლი
ვარცლის
მარწყვებს
თევზებად
ევსება
ევსევს
და ნავსებს
ავსებს,
მინდება თასის კვლავაც შევსება,
და შენს ღიმილსაც ღვთიურს ვამსგავსებ




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს