ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2016


Elektronika marioneto



გამოგონილ კარგად ყოფნებთან ხელი არა მაქვს.
გული რომ გერევა,რა გზაა?-სადაც არ უნდა იდგე
პირი უნდა მოაღო და დაიცალო!
.  .  . 
ხშირად არი დილაობით საკუთარ თავს ვერ ვიტანდე.
სანამ მაღვიძარა რიჟრაჟზე ტვინს ჭიმავს
გამოპენტერებული სახით ჭერს ვაშტერდები და
ჩემი თვალები,როგორც პროექტორი
უსახურ ჭერზე ამჟღავნებენ - წინა ღამეებს,დღეებს,თვეებს,წლებს.
მურტალი მომენტია ხუთ წუთში გახსენებული ამდენი ღორობა.
სმა,სექსი,მასტურბაცია,უადგილო ადგილებში ჩაკვეხებული საკუთარი თავი.
მოჟამული რუტინა- კანის ფხანასავით  უაზრო ,წამიერი სიამოვნებებით.
სამსახურებიც ნასესხები სიგარეტის ღერებივითაა -გწამლავს და მაინც გინდა.
მეტი და მეტი გინდა.
მეტი ფული გინდა,მეტი კომფორტი.ხარბად იწოვ.ეწაფები.ხელებს იყვითლებ,იტყავებ.
სახე გემანჭება
თვალებიდან ცრემლი და
იღლიებიდან ოფლი,ჩანჩქერებივით გდის.
ერთი უგერგილოდ დარტყმული ნაფასია ეს ყველაფერი.
ერთი ხუთწამიანი შვება.
დრო, -
ღერიდან ღერამდე.
ხელფასიდან ხელფასამდე.
ჭამიდან ჭამამდე.
დიდი იდეები - სიცოცხლის გაგრძელებისთვის შექმნილი ელემენტები.
უნივერსალური ღირებულებები,უნივერსალური მიდგომები,
რომელთაც თავში ან მკერდში ან ზურგში,ბავშვობაშივე ჩაგვილაგებენ,
როგორც ელექტრონულ თოჯინებს და ჩვენც მათსავით დავრახრახებთ,
დავრახრახებთ და დავრახრახებთ.
სანამ ეს ელემენტები არ დაჯდება.სანამ ყველა ღირებულება არ გაუფერულდება
სანამ ყველა სურვილი,ყველა ნდომა არ მოკვდება.
სანამ სამყაროში ჩვენი რახ-რახი
ყველა ძაღლიშვლის თუ კეთილმოსურნეს ერთიანად არ  შეაწუხებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები