مسعود سعد سلمان
(1046 - 1121 წწ)
ყაზალები
* * *
მთვარის მსგავსო, თურქის ქალო, სად ხარ ნეტავ, სად ხარ ახლა? ჩემი სახლი რომ დატოვე, ნეტავ სხვამ თუ დაგასახლა?!
მე შენს გვერდით კარგი ვიყავ, შენ ჩემს გვერდით - კარგზე კარგი, ვაჰ, თუ ვინმე ხეპრე არის ის, ვინც ახლა გვერდით გახლავს?!
ჩემი გული მონა იყო, სხვა ხელობა სწამდა განა? აწ სულ კენტს და აწ სულ მარტოს სხვა ხელმწიფის სურსღა ნახვა?!
შენი მიხრა-მოხრა ვცან და ვცან, რომ წახვალ ჩემგან მალე... მაშ, ჩემს სულში რაღამ გინდო, რამ გიხმო და მოგაახლა?!
ვაჰ, თუ ვინმე ბილწი ხანის ჰარამხანის ფარდა გფარავს, ვაჰ, თუ ხანმა ფარდის მიღმა საალერსოდ დაგიძახა...
ნეტავ რისთვის მოგითვალე ჩემი სულის სიმდიდრე და ნეტავ რისთვის შევეწირე შენს წინაშე თავის დახრას?!
ვინ გაიგებს ჩემს გულისთქმას, ვის რად უნდა ჩემი დარდი?! საკუთარ თავს ვეტყვი მხოლოდ - წავიდა და მორჩა... მახლას!
* * * ეგ რძისფერი ღაწვები და ეგ კუპრივით შავი თმა და ეგ მშვილდივით წარბები და იადონის მსგავსი ხმა და ეგ სხეული, ლერწამი რომ გაიხადა მონა-ყმა და ეგ ტუჩ-კბილი, მარგალიტის კუნწულების ჩამოცმა და ეგ თვალები, რომ არ უნდა ან მოხატვა, ან სურმა და ეგ ზილფები, სურნელით რომ მუშკ-ამბარსაც აღემატა, რატომ უნდა იყოს ჩემთვის უიმედო გულისთქმა და რატომ უნდა იყოს სხვისი, ის ვინც ჩემთვის დაიბადა?! * * * განა რამეს შევადარებ შენს მშვენიერ პირი-სახეს, ვიტყვი მხოლოდ - მირჩევნია ის აპრილის სიხასხასეს.
შემოპარულ ყვითელ ფერებს შენს სახეზე ვერვინ ამხელს, რადგან შენი ვარდი კვლავაც სიწითლისგან თვალს ვერ ახელს.
შენ იმ საროს მირჩევნიხარ, ნელინელ რომ სიო არხევს და იმ ნახატს, ყანდაჰარის მხატვრებმა რომ გამოსახეს.
ეგ სიტურფე, მე კი არა, მთელ ქვეყანას თავბრუს ახვევს და გიმზერენ, როგორც სულთნის მოფარდაგულ სრა-სასახლეს.
შენ დიდებად მოევლინე წუთისოფელს, მრავლის მნახველს, დიდება ნუ მოაკლდება შენს სახეს და უფლის სახელს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჩემი აზრი ემთხვევა მე-8 კომენტარს. ++ ჩემი აზრი ემთხვევა მე-8 კომენტარს. ++
8. სამწუხაროდ ენის არ ცოდნა, ორიგინალთან შედარების საშუალებას არ მაძლევს. მაგრამ რასაც ვხედავ და რამდენადაც დედანი წარმომიდგენია, მშვენიერი უნდა იყოს. ქება-მოწონება პატივცემულ მთარგმნელს. სამწუხაროდ ენის არ ცოდნა, ორიგინალთან შედარების საშუალებას არ მაძლევს. მაგრამ რასაც ვხედავ და რამდენადაც დედანი წარმომიდგენია, მშვენიერი უნდა იყოს. ქება-მოწონება პატივცემულ მთარგმნელს.
7. ანანე კიკნაძე. გმადლობთ, გაიხარეთ! ანანე კიკნაძე. გმადლობთ, გაიხარეთ!
6. შეყვარებული ვარ თქვენს თარგმანებზე :) შემოსვლისას ან პირველს ვკითხულობ ან ბოლოს რომ სასიამოვნოდ დავიწყო ან დავასრულო კითხვა :) ცხადია ორიგინალურ ტექსტს ვერ შევწვდები და წავიკითხავ, მაგრამ ნათარგმნი ტექსტი არის ძალიან ლამაზი და ფაქიზი. მიხარია, რომ ვეცნობი იმ პოეზიას, რომლის წაკითხვაც თავად არ შემიძლია და რაც მთავარია, მაფიქრებს ეს პოეზია იმაზე, რა სამყაროში, როგორ საზოგადოებაში, როგორი მენტალიტეტის ფონზეა შექმნილი და საერთოდ, ბევრ რამეზე მაფიქრებს. მონატრებული გვაქვს ამ ჩვენს თანამედროვეობაში ასეთად ნაფერები ფრაზები. შეყვარებული ვარ თქვენს თარგმანებზე :) შემოსვლისას ან პირველს ვკითხულობ ან ბოლოს რომ სასიამოვნოდ დავიწყო ან დავასრულო კითხვა :) ცხადია ორიგინალურ ტექსტს ვერ შევწვდები და წავიკითხავ, მაგრამ ნათარგმნი ტექსტი არის ძალიან ლამაზი და ფაქიზი. მიხარია, რომ ვეცნობი იმ პოეზიას, რომლის წაკითხვაც თავად არ შემიძლია და რაც მთავარია, მაფიქრებს ეს პოეზია იმაზე, რა სამყაროში, როგორ საზოგადოებაში, როგორი მენტალიტეტის ფონზეა შექმნილი და საერთოდ, ბევრ რამეზე მაფიქრებს. მონატრებული გვაქვს ამ ჩვენს თანამედროვეობაში ასეთად ნაფერები ფრაზები.
5. აუფ ნ-ი-კ-ი, ვინაა ახლა ამ კარაკულების წამკითხველი? სპარსულს კი არა, არაბულს ვერ ვკითხულობ ეგრე ჩაკარაბაკებულს. :))
"განა რამეს შევადარებ შენს მშვენიერ პირი-სახეს, ვიტყვი მხოლოდ - მირჩევნია ის აპრილის სიხასხასეს. "
რა მაგარი სტრიქონებია. 5.
იცით მუშკი და ამბრი სახლში მაქვს, კაიროდან ჩამოვიტანე. მართლა დაეცემა კაცი - ისეთი სურნელოვანია.
აუფ ნ-ი-კ-ი, ვინაა ახლა ამ კარაკულების წამკითხველი? სპარსულს კი არა, არაბულს ვერ ვკითხულობ ეგრე ჩაკარაბაკებულს. :))
"განა რამეს შევადარებ შენს მშვენიერ პირი-სახეს, ვიტყვი მხოლოდ - მირჩევნია ის აპრილის სიხასხასეს. "
რა მაგარი სტრიქონებია. 5.
იცით მუშკი და ამბრი სახლში მაქვს, კაიროდან ჩამოვიტანე. მართლა დაეცემა კაცი - ისეთი სურნელოვანია.
4. მესამე ლექსი
مرا روی تو ای نازنین نگار به دی ماه بسی خوشتر از نوبهار من از روی تو چون زرد شد چمن گل و لاله سوری چینم ز بار نه چون قد تو سروی به بوستان نه چون روی تو نقشی به قندهار چه خوشتر به جهان از جمال تو مگر مجلس سلطان کامگار جهان داور مسعود تاجدار زمین خسرو مسعود شهریار بقای شرف از روزگار اوست بقا بادش تا هست روزگار მესამე ლექსი
مرا روی تو ای نازنین نگار به دی ماه بسی خوشتر از نوبهار من از روی تو چون زرد شد چمن گل و لاله سوری چینم ز بار نه چون قد تو سروی به بوستان نه چون روی تو نقشی به قندهار چه خوشتر به جهان از جمال تو مگر مجلس سلطان کامگار جهان داور مسعود تاجدار زمین خسرو مسعود شهریار بقای شرف از روزگار اوست بقا بادش تا هست روزگار
3. მეორე ლექსი
بدان دو عارض چون شیر و آن دو زلف چو قیر به ابروان چو کمان و به غمزگان چون تیر به زیب قدی کش بنده گشت سرو سهی به حسن رویی کش بنده گشت بدر منیر به چشم چشمی کش سرمه بود سحر حلال به بوی زلفی کش دانه بود مشک و عبیر که گر تنم را زین پس کنی به مهر عذاب وگر دلم را زین پس کنی به عشق زحیر მეორე ლექსი
بدان دو عارض چون شیر و آن دو زلف چو قیر به ابروان چو کمان و به غمزگان چون تیر به زیب قدی کش بنده گشت سرو سهی به حسن رویی کش بنده گشت بدر منیر به چشم چشمی کش سرمه بود سحر حلال به بوی زلفی کش دانه بود مشک و عبیر که گر تنم را زین پس کنی به مهر عذاب وگر دلم را زین پس کنی به عشق زحیر
2. კი ბატონო
პირველი ლექსი
ای ترک ماهروی ندانم کجا شدی پیوسته که گشتی کز من جدا شدی بودم تو را سزا و تو بودی مرا سزا ترسم ز نزد من به ناسزا شدی درد دلا که بنده دیگر کسی نشد وآن گه شدی که بر دل من پادشا شدی بیگانه گشتن از من چون در سر تو بود با جان من به مهر چرا آشنا شدی کی بینمت که پردگی و نازنین شدی کی یابمت که در دهن اژدها شدی آن گه بریدی از من جمله که بارها گفتم به مردمان که تو جمله مرا شدی ای تیر راست چون بزدی بر نشانه زخم وی ظن نیک من به چه معنی خطا شدی آری همه گله نکنم چون شدی ز دست تا خود همی به زاری گویم کجا شدی امروزم ار ز هجر زدی در دو دیده خاک بس شب که تو به وصل در او توتیا شدی კი ბატონო
პირველი ლექსი
ای ترک ماهروی ندانم کجا شدی پیوسته که گشتی کز من جدا شدی بودم تو را سزا و تو بودی مرا سزا ترسم ز نزد من به ناسزا شدی درد دلا که بنده دیگر کسی نشد وآن گه شدی که بر دل من پادشا شدی بیگانه گشتن از من چون در سر تو بود با جان من به مهر چرا آشنا شدی کی بینمت که پردگی و نازنین شدی کی یابمت که در دهن اژدها شدی آن گه بریدی از من جمله که بارها گفتم به مردمان که تو جمله مرا شدی ای تیر راست چون بزدی بر نشانه زخم وی ظن نیک من به چه معنی خطا شدی آری همه گله نکنم چون شدی ز دست تا خود همی به زاری گویم کجا شدی امروزم ار ز هجر زدی در دو دیده خاک بس شب که تو به وصل در او توتیا شدی
1. იქნებ ორიგინალიც დაგედოთ ან ბმულით მიუთითოთ მასზე იქნებ ორიგინალიც დაგედოთ ან ბმულით მიუთითოთ მასზე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|