ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2016


ჩვენ...

ნუ ვიკამათებთ,
იყოს შამათი,
დროებითია გარემოება,
რომელიც მოყვა
რაღაც შენიშვნას უსიამოვნოს.
მგონი არც გითქვამს,
რომ ცხოვრებაა ამაოება,
მზეც მოსაწყენად ,
ერთფეროვნად,
ყველგან ამოდის.
მაშ რად გიმტკიცებ,
რომ მზის ამოსვლა აღმოჩენაა,
საიდუმლოთა გამხელაა
მთვარის ციაგი.
ნუ ვიკამათებთ,
წლებს ვფლანგავთ,
თითქოს, იყოს წამები.
კინკლაობაში
კარგად არც გვახსოვს,
ეს კამათი რაღას მივაბით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს