ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არჩილ აფაქიძე
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2016


იყო საბაბი

ჩემო, მაგ სხეულს რა კარგად ვიცნობ...
როცა კანკალებს შენი თითები,
სიმშვიდე მაშინ ნერვებით იხრჩობს
თავს და ვიცი რომ ასე იქნები,
სანამ განცდები გაწვება წყებად
და ჩემს მტევნებში მოქცეულ თითებს -
სხეულზე უფრო სულზე რომ მწვდება,
მთელ ამ არსებას ვუჭერ და ვითმენ,
რომ ვფიტავ შენგან სიცოცხლის ძალებს.
ნეტავ, ეს გაყრა სიმშვიდედ გექცეს!
ჭრილობებს ფრჩხილით თუ გაიწვალებ,
ნუღარ იფიქრებ ვიზე ვწერ ლექსებს...
ახლა ზაფხულიც გამხდარა სერი.
იყო საბაბი, ძალზედ რთულია, -
იმ ერთადერთის, წყლიანი მზერის,
ვისი ოთახიც შენი გულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები