-შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!
ზვიად რატიანი
კვდომა
ღია თვალები დამანახე, ზღვის სიბრწყინვალე და მასში სისხლი ღამ-ღამობით როგორ ირევა, მე, ეკლიანი მავთული ვარ-საზღვრად ცხინვალის და უპატრონოდ დარჩენილი ოჩამჩირე ვარ.
აჰა, ეს თქვენი მონასტრები, ზურგი ვუქციოთ და გზაც, რომელიც არსად მიდის უფრო მოკლე ჩანს, თუ ქართველობის ინსტრუქცია გვაქვს უფუნქციოდ, თუ ერთადერთი ფუნქციაა თავი მოგვეჭრას.
ჩვენ ჩამოვსხდებით, ვისაუბრებთ და გამოვხშირავთ ომგამოვლილი, დალეწილი ძვლებიდან ვარგისს და ახალ-ახალ ჭრილობებზე ასულ ოხშივარს, ჩავალბობთ დილით ამოწვერილ ბალახის ცვარში,
რადგან ბალახზე ფეხშიშველამ თუ არ ვიარეთ, რაა მამული, რაა ენა, რაა პარტია, წესი იქნება, წესი იყო და წესი არის, რომ შვილებს, თქვენი ტყემლის ჭამა არ გვეპატია
და მოგვეკვეთა კბილებივით ყველა ოცნება, თავისუფლება აღარ ნიშნავს თავი განაგო, რომ რუსთაველის პროსპექტიდან გვმოძღვრონ მგოსნებმა მჭერმეტყველებით, ყურმოკრულ და სადღაც განაგონ
აფორიზმებით, რომ, ხელი ხელს ბანდა, კვიცი კი გვარზე დახტოდა, ხარი ხართან უნდა დაგვება, ქალაქში, რომლის სახელია ბოშათა ცირკი, ჩვენ ვიზრდებოდით სახაფანგედ, მშიერ თაგვებად.
რადგან გამხმარი ნამცეცებით გაზრდილ თაობას, გამხმარი პურიც სანატრელი გვქონდა მეტწილად. დიახ, ეს დიდი ცირკი არის, სანახაობაც, უკვე რამდენი ეპოქაა აღარ შეცვლილა. უბრალოდ ვლპებით ისტორიის გალერეაში, პერსპექტივებით, წითელ წიგნის მორიგ წევრებად, მე მახსოვს ცრემლი საქართველოს როგორ შეაშრეს და თქვეს: მკვდრებისთვის დიაგნოზიც არ იწერება.
და ვეძებ თვალებს, სანუგეშოდ, ზღვის სიბრწყინვალით, ჩავხედო, სისხლი ღამ-ღამობით როგორ ირევა, რადგან მე ეკლის მავთული ვარ საზღვრად ცხინვალის და უპატრონოდ დარჩენილი ოჩამჩირე ვარ.
ლაშა ბიბიჩაძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. შესანიშვავი ლექსია, შეგძრავს.
ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს: "უბრალოდ ვლპებით ისტორიის გალერეაში, პერსპექტივებით, წითელ წიგნის მორიგ წევრებად" - ნუ შეიქმნით ამ განწყობას ახალგაზრდები, თორემ მართლა ცუდად წავა ჩვენი საქმე. გახსოვდეთ, თქვენ ყოვლისშემძლეები ხართ. თქვენ შეძლებთ რაც ჩვენ - მონობაში გაზრდილებმა ვერ შევძელით. შესანიშვავი ლექსია, შეგძრავს.
ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს: "უბრალოდ ვლპებით ისტორიის გალერეაში, პერსპექტივებით, წითელ წიგნის მორიგ წევრებად" - ნუ შეიქმნით ამ განწყობას ახალგაზრდები, თორემ მართლა ცუდად წავა ჩვენი საქმე. გახსოვდეთ, თქვენ ყოვლისშემძლეები ხართ. თქვენ შეძლებთ რაც ჩვენ - მონობაში გაზრდილებმა ვერ შევძელით.
17. თორრნიკე..
ეგ ხომ დაწერეთ უკვე მე-14 კომენტარში? :)) მე მეგონა უფრო ვრცლად დაწერდით ახლა. :)
თორრნიკე..
ეგ ხომ დაწერეთ უკვე მე-14 კომენტარში? :)) მე მეგონა უფრო ვრცლად დაწერდით ახლა. :)
16. ლაშას ვენაცვალე! ლაშას ვენაცვალე!
15. მოგესალმებით ლაშა, მშვენიერი ლექსია, თავფურცელზე მეტს იმსახურებს. მოკრძალებული სუბიექტური აზრი მაქვს, თქვენი არ მერიდება და ვწერ: მესამე სტროფი, ვფიქრობ ამოსაღებია," ზედმეტია." "ქალაქში, რომლის სახელია ბოშათა ცირკი," - ქალაქი კი არა, მთელი კაცობრიობაა ბოშათა ცირკი :)) ქალაქი ბევრია (საქართველოშიც), თქვენ მხედველობაში სოხუმი გაქვთ? ცხინვალი? მოსკოვი? სტრასბურგი? ეგ საკითხები მანდ წყებოდა და არა თბილისში.
"წესი იქნება, წესი იყო და წესი არის, რომ შვილებს, თქვენი ტყემლის ჭამა არ გვეპატია" - ვისი თქვენი?
მოგესალმებით ლაშა, მშვენიერი ლექსია, თავფურცელზე მეტს იმსახურებს. მოკრძალებული სუბიექტური აზრი მაქვს, თქვენი არ მერიდება და ვწერ: მესამე სტროფი, ვფიქრობ ამოსაღებია," ზედმეტია." "ქალაქში, რომლის სახელია ბოშათა ცირკი," - ქალაქი კი არა, მთელი კაცობრიობაა ბოშათა ცირკი :)) ქალაქი ბევრია (საქართველოშიც), თქვენ მხედველობაში სოხუმი გაქვთ? ცხინვალი? მოსკოვი? სტრასბურგი? ეგ საკითხები მანდ წყებოდა და არა თბილისში.
"წესი იქნება, წესი იყო და წესი არის, რომ შვილებს, თქვენი ტყემლის ჭამა არ გვეპატია" - ვისი თქვენი?
14. ლაშას ვენაცვალე! ლაშას ვენაცვალე!
13. ძალიან ძალიან მაგარი ლექსია ! ძალიან ძალიან მაგარი ლექსია !
12. თავფურცელზეო. ანანემ. 5.
თავფურცელზეო. ანანემ. 5.
11. ალაგ-ალაგ უფრო მეტად მოიტანა ემოცია. მომეწონა ლექსი მთლიანობაში. "რადგან გამხმარი ნამცეცებით გაზრდილ თაობას, გამხმარი პურიც სანატრელი გვქონდა მეტწილად" - აქ პირველ "გამხმარს" შევცვლიდი.
ალაგ-ალაგ უფრო მეტად მოიტანა ემოცია. მომეწონა ლექსი მთლიანობაში. "რადგან გამხმარი ნამცეცებით გაზრდილ თაობას, გამხმარი პურიც სანატრელი გვქონდა მეტწილად" - აქ პირველ "გამხმარს" შევცვლიდი.
10. ძალიან კარგი ნაწერია
ფრიადი ავტორს ჩემგან +5 ძალიან კარგი ნაწერია
ფრიადი ავტორს ჩემგან +5
8. ქალაქში, რომლის სახელია ბოშათა ცირკი, ჩვენ ვიზრდებოდით სახაფანგედ, მშიერ თაგვებად.
ასეა. ქალაქში, რომლის სახელია ბოშათა ცირკი, ჩვენ ვიზრდებოდით სახაფანგედ, მშიერ თაგვებად.
ასეა.
6. ძალიან ძლიერი ლექსია. ძალიან ძლიერი ლექსია.
5. პატრიოტულ თემებზე აღარ წერთო, იძახიან, აი თუ არ შეიძლება თურმე ნამდვილად განიცადო და ასე დაწერო... და აარა - ვაშა შენებას, ვაშა პარტიას.. სოციალური რაღაცებიც როგორ მოიხდინა.. მოკლედ კარგია პატრიოტულ თემებზე აღარ წერთო, იძახიან, აი თუ არ შეიძლება თურმე ნამდვილად განიცადო და ასე დაწერო... და აარა - ვაშა შენებას, ვაშა პარტიას.. სოციალური რაღაცებიც როგორ მოიხდინა.. მოკლედ კარგია
3. დიახ, ეს დიდი ცირკი არის, სანახაობაც, უკვე რამდენი ეპოქაა აღარ შეცვლილა.
( მართალია 5 დიახ, ეს დიდი ცირკი არის, სანახაობაც, უკვე რამდენი ეპოქაა აღარ შეცვლილა.
( მართალია 5
2. ვეთანხმები ანანეს ))))) ვეთანხმები ანანეს )))))
1. თავფურცელზე! თავფურცელზე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|