უშენოდ ვერ ვიძინებ, ანუ ვნერვიულობ. ამგვარად დასჩემდა ნაბიჭვარ ამინდებს მკლავებს ძირს ვუშვებ და სახლი აღარა მაქვს, ანუ თავს ვარიდებ თავს და მუხლებიდან მეწვის გამხელილი ყველა მონატრება.
სხვებმა რა იციან როცა კანკალებ და როცა ტერფებიდან გიტევს სიმარტოვე და შენც ფეხშიშველი, ნერვებმიშვებული ისე დაწანწალებ თავსაც მიატოვებ. თუ არ მოვიდა და მკერდზე მიგიხუტა.
დგახარ ამღვრეული და თავს ინუგეშებ რომ ამ ცხოვრებაში მსგავსად ფარდებისა, ყველამ გადაწიოს თავის ნახევარი, რომ შენ ფეხაკრეფით ჩუმად მიეპარო თავს, და არ შეგნიშნონ როგორ დაიღალე.
გუშინ ხელის გულებს ისე ვუყურებდი როგორც გამზადებულ საკენკს არსებობის და თუ გადარჩენა ერთხელ შემეძლება ვიცი, ისევ მოვალ, მუხლებს დაგიკოცნი და თავს შემოგაკლავ.
ახლა ტანზე მაყრის სხვების ირონია და თუ არ მიშველი, ფეხზე დაიკიდე ყველა შეგრძნება და ფანჯრებს დაულეწე ჩემი ანარეკლი.. ანუ გამეცალე (სახით ღიმილნარევ)
ღმერთმა მომიტევოს! ნეტავ ის თითები დამტყდომოდა ნეკნებს რომ გითვლიდი. მაგრამ რა აზრი აქვს თუ გინდა, თავზე დამამხო სამყარო, ხელს მაინც ჩაგკიდებ. და ისევ გაგიმეორებ, რომ მე მჯერა შენი, რომ მჯერა შენი, რომ მჯერა შენი..
უსასრულობამ შემიფარა თავის კალთის ქვეშ და მარტოობა შენთან ერთად ფიქრებს გაექცა. ცხოვრება მფურცლავს, და ძირს მიყრის წყეულ სანიშნებს. რომელსაც შენთვის დანიშნული გვერდი ეჭირა.
ღმერთმა მომიტევოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ანუ თავს ვარიდებ თავს და მუხლებიდან მეწვის გამხელილი ყველა მონატრება...
და თუ არ მიშველი, ფეხზე დაიკიდე ყველა შეგრძნება და ფანჯრებს დაულეწე ჩემი ანარეკლი..
ცხოვრება მფურცლავს...
ანუ თავს ვარიდებ თავს და მუხლებიდან მეწვის გამხელილი ყველა მონატრება...
და თუ არ მიშველი, ფეხზე დაიკიდე ყველა შეგრძნება და ფანჯრებს დაულეწე ჩემი ანარეკლი..
ცხოვრება მფურცლავს...
3. მე მჯერა შენი! ლამაზი , გრძნობადი აზრიანი სიტყვებია. მე მჯერა შენი! ლამაზი , გრძნობადი აზრიანი სიტყვებია.
2. ხო, კი, კაია. ხო, კი, კაია.
1. "სხვებმა რა იციან როცა კანკალებ და როცა ტერფებიდან გიტევს სიმარტოვე და შენც ფეხშიშველი, ნერვებმიშვებული ისე დაწანწალებ თავსაც მიატოვებ. თუ არ მოვიდა და მკერდზე მიგიხუტა."
როგორ მომეწონა :)) +2 "სხვებმა რა იციან როცა კანკალებ და როცა ტერფებიდან გიტევს სიმარტოვე და შენც ფეხშიშველი, ნერვებმიშვებული ისე დაწანწალებ თავსაც მიატოვებ. თუ არ მოვიდა და მკერდზე მიგიხუტა."
როგორ მომეწონა :)) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|