ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2016


"ღმერთი - ეს, მე ვარ! ( ნ-ს)

რაღა თქმა უნდა მე არავის ველი.
რაღა თქმა უნდა ჩემთან არავინ მოვა.
რაღა თქმა უნდა!
რაღა თქმა უნდა, -
შენ იმდენად შორს ხარ,
გამორიცხულია შემოაღო ჩემი ბინის კარი.
თუმცაღა მაინც, შენ ყოველ ღამე მოდიხარ ჩემთან-
არცერთი ღამის გამოკლებით.
და არაფერია აქ ფანტასმაგორიული ,
რადგან ეს ყოველივე ხდება ვირტუალურად.
შენ სტუმრობ ჩემს პაწაწინა ეკრანს
რომელიც ვაქციე ჩემს პირად სამყაროდ,
მას შემდეგ,რაც შენ იქეცი
ხმოვანი თუ ტექსტური შეტყობინებების
მეტაფორად.
შენ გადაინაცვლე მასში და დაიდე ბინა,
როგორც ძვირფასმა ფოტომ
თავის საგანგებოდ შეჭედილ ჩარჩოში.
რაღა თქმა უნდა რთულია -
ღმერთივით ატარო მთელი სამყარო ჯიბით,
მაგრამ იქნებ ღმერთი ჩემს მხარესაა?! -
ან
იქნებ
"ღმერთი -
ეს, მე ვარ!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები