 | ავტორი: სელინი ჟანრი: იუმორისტული 22 ივლისი, 2016 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დედამიწაზე ორი ტიპის ხალხია: ის ვინც თხრის, და ის ვისაც რევოლვერი აქვს. (ეპიგრაფი ფილმიდან) ----- * * * * * * ----- - ცხოვრება ტუალეტია, სადაც მიდის უსასრულო გამოწმენდა. ან შენ იწმინდავ, ან შენით იწმინდავენ, - სიცილით წარმოთქვა ცუდმა და ფიშტო შეათამაშა. - ცოტა კაფკიანურ ფორმაშიც შეიძლება, - გამოეპასუხა ბოროტი და სიგარეტი საფერფლეს დააჭყლიტა. - ცხოვრება კანცელარიაა. რამდენიმე დღის წინ ერთი გასიებული ღორის ოფისში მივედი. მცველმა თვალები გადმოკარკლა. რა სითავხედეა. მისტერ განდონი სტუმრებს არ ღებულობს. წერილით უნდა მიმართო, მიუთითო ვიზიტის მიზანი, და მხოლოდ ამის შემდეგ ამხანაგი ღორანოიდი გადაწყვეტს, დახარჯოს შენზე დრო თუ არა. გესმით საერთოდ რა ხდება? ადამიანი შენგან 20 მეტრში იმყოფება, შენ კიდე მისი ნახვაც არ შეგიძლია. იქამდე მივედით რო ერთმანეთს წერილებით უნდა ვესაუბროთ. ეს ბელეტრისტიკის ახალი ნაირსახეობაა. - და რა მიხვედრა უნდა იმას, რატოა ეგრე მოწყობილი? - ოთახის კარი კეთილმა შემოაღო. - სულიერი კომფორტისთვის. წარმოიდგინე, მასთან მიდის სასოწარკვეთილი დედა და ავადმყოფი შვილის ოპერაციისთვის ფულს თხოვს. ის ხო ვერ ეტყვის, რო ფული არა აქ. იძულებული იქნება მისცეს. მერე ამ ძუკნამ შეიძლება გააბაზროს, რო არის ასეთი კეთილი ძია, რომელიც ხალხს უანგაროდ ეხმარება, და მეორე დღეს მისი კანტორის წინ რიგი დადგება. ყველას რო ასე ფული აძლიოს, მალე თითონ აღმოჩნდება იგივენაირ რიგში, ოღონდ უკვე სხვა გასიებული ღორის ოფისის წინ. მაგრამ მთავარი ისაა, რო ხალხმა შეიძლება მუშაობა აღარ მოინდომოს. ამხელა მაყუთს თუ ისე იღებ, რიღასთვის ზიდო ყუთები და აგურები? ხოლო ეს თუ მოხდა, ეს იქნება გამოწმენდის პროცესის დასასრული. მდიდრებს ხო ღარიბების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. პირველები ფულს მეორეების დახმარებით შოულობენ, რომლებიც ამას ვერც აცნობირებენ. ესაა კაპიტალიზმის მთავარი მშვენიერება. მონები დაარწმუნეს იმაში, რო ისინი თავისუფლები არიან. მთელი ცხოვრება ხან ერთის წინაშე ხარ წაკუზული, ხან მეორის, მაგრამ არანაირ პროტესტს არ გამოხატავ. პირიქით, აქედან სიამოვნებსაც კი იღებ. - ერთი სიტყვით, შეიძლება შევაჯამოთ, - დასძინა ბოროტმა. - მსოფლიოში ორი ტიპის ხალხია: ისინი ვისაც ყლეები აქვთ აყენებული, და ისინი ვინც მათ წუწნიან. ----- * * * * * * ----- იგავის არსი კი ამაშია: “ამოიცან თავი შენი”.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მოცლაზე არაა. რევოლვერი ვისაც აქვს ამაზე იმ მიზეზის გამო არ დაწერს რო ხალხმა სიმართლე არ გაიგოს. მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა. მესამე კატეგორიაცაა, რომელიც იმ მთხრელებს და ფიშტოიანებს გვერდიდან უყურებს. მოცლაზე არაა. რევოლვერი ვისაც აქვს ამაზე იმ მიზეზის გამო არ დაწერს რო ხალხმა სიმართლე არ გაიგოს. მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა. მესამე კატეგორიაცაა, რომელიც იმ მთხრელებს და ფიშტოიანებს გვერდიდან უყურებს.
1. რევოლვერი რომ გქონოდათ ამის დასაწერად "ვერ მოიცლიდით", იმის გაგება გსურდათ რომ მატრო არ ხართ?_არა, ისედაც იცით, მგონი უბრალოდ "კომპლიმენტი" გვესროლეთ: ყვავებო, თქვე ჩემზე შავებოო. :/ რევოლვერი რომ გქონოდათ ამის დასაწერად "ვერ მოიცლიდით", იმის გაგება გსურდათ რომ მატრო არ ხართ?_არა, ისედაც იცით, მგონი უბრალოდ "კომპლიმენტი" გვესროლეთ: ყვავებო, თქვე ჩემზე შავებოო. :/
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|