ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2016


მე მშიშარა ვარ.

მე მშიშარა ვარ
და ამას მხოლოდ შენ გეუბნები,
ასე პირდაპირ,
ასე გახსნილად.
ყოველი გაუთენებელი
და უსხივო დღის მეშინია
ძლიერი ქარის და თავსხმა წვიმის,
მიწისძვრების და ცუნამების,
სიკვდილის სუნის მეშინია,
იმდენად რომ პანაშვიდზეც არ ვარ ნამყოფი...
და ის სიზმარი თუ გახსოვს,
შიშველი დგახარ უამრავ ხალხში,
მთელ კანზე სირცხვილი გეწვის.
ფურცლებამოხეული წიგნების კითხვის,
ნოტებნაკლული მელოდიების
და ჩანახატად დარჩენილი სურათებისაც მეშინია.
მე მშიშარა ვარ
და ცრემლებს ვიკრებ კოლექციებად,
რომ პირი ვბანო
ფეხარეულ და ტუჩებგათხაპნილ,
თმაგაშლილ ქალებს,
ყველას არ ჰყოფნის თავისი ცრემლი...
საათის წიკწიკი და
ისრების სისწრაფე მაშინებს ციფერბლატებზე,
ღრუბლების ცაზე გადაფრენები,
უმიზნო დღეები.
მე მეშინია,რომ ერთ დღეს ,
ჩემს თვალებში ჩახედვისას,
შესაძლოა შენც დაგიაროს შიშმა,
თუნდაც სულ მცირე ნაკადულად ან მღვიერებად,
და ფეხაკრეფით აიბარგო,ჩემს უკითხავად.
მე მშიშარა ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები