ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2016


* * *

ქარი
და
ჩუმი ხეების ქორო,
ძველ მოგენებებს ქარგავს ეულად
და ჩემში მკვდარი ის არის მხოლოდ,
რაც არასოდეს დაბადებულა
და
ამ ლექსების სიღრმეში სუნთქავ,
მარადიული სიცოცხლის ძალით,
რადგან რგოლივით, ჩემ დასასრულთან,
ჩემივე არსის საწყისი ყვავის
და
უნებლიედ სიმშვიდეს გირღვევს,
(და ვეღარ რჩები შენც გალურსული)
რომ ამ ლექსების
სულ ყველა სიღრმე
არის უფსკრული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები