ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰეტსონ
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2016


ბრის : )

ქარებს მოჰქონდათ მიწის სურნელი,
თმების სურნელი,
ქრის.
შენ კი დაგჩემდა – წასულს სულ ელი,
წასულს სულ ელი,
ბრის.

ცას წვდება შენი ჩურჩულის ექო,
ყვირილის ექო,
წვიმს.
და შემზარავი დუმილი მეფობს,
დუმილი მეფობს,
ბრის.

გაიხსნა ერთად ყველა იარა,
ყველა იარა,
მტრის.
ყველა ტკივილმა გადაიარა,
გადამ'იარა
ბრის.

იწევა ფარდა და თენდება თვალებში,
გათენდა თვალებში
ძლივს.
მუხლებთან დაჯექი,
დაშლილ დალალებში,
გაზაფხულს ჩაგიწნავ
ბრის .

ქარებს კი გაჰქონდათ წვიმების სურნელი,
და თმების სურნელი,
ბრის,
ჩვევად გაქვს– გაშვებულს ყოველთვის სულ ელი
რა სულელი ხარ,
ბრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს