ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათანა
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2016


liːbre

შემდეგ იქნება - სახელდება
ურთიერთობის.
და დასრულდება ის,
რაც ახლაა
და არც არის
და არც სჭირდება
ყოფნა ან ყოფა
ან საზრისი.
ან არსებობა.
იმისათვის, რომ იყოს
აქ და ფარავდეს მანძილს
ჩემს და შენს შორის არსებულს
და არ არსებობას
აბსურდულს ხდიდეს,
თავისივე უსაზრისობით.
ის, რაც მთლიანად
დაცლილია მატერიისგან.
რაც არ ითქმება.
რაც მიღმაა.
იდეა - liːbre.
მე შენ მიყვარხარ მანამ,
სანამ განსხეულდები.
მე შენ მიყვარხარ მანამ,
სანამ განსხეულდები.
მე შენ მიყვარხარ მანამ,
სანამ განსხეულდები.
არ განსხეულდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები