ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2016


საქმე N:1

ეს საქმე მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება,
ეს საქმე,
სიკვდილ - სიცოცხლის არის,

მე უნდა მოგკლა,
და გაგგლიჯო ცხენებით ოთხად,
რომ მიმოვფანტო რაც დარჩეს შენგან,

შენ თუ დამჯაბნო,
გამომკიდე კისერით ძელზე,
რომ აღარავინ გაგიყადროს თავი მის იქით,

ანდა ერთმანეთს დანა დავუსვათ,

მე ადრე მოგკლავ, თუ დაგასწრო,
ან ცოტა გვიან,
თუ დამასწრებ,
ან ერთდროულად ვისროლოთ ტყვია,
რომ შეგილეწო შუბლის ძვალი,
და აგიღრიო წყალ - წყალა ტვინი,
ან მოჩეხილი ხესავით დაგცემ,
ან ჩაგაჩოქებ ელდანაკრავი,

სად ჩემი თვალის მოქნილობა,
და გრძელი მკლავის სისხარტე,

ეს საქმე მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება,
სიკვდილ - სიცოცხლის საქმე!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები