ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საბა აფხაზი
ჟანრი: პროზა
5 აგვისტო, 2016


როგორ ამოდის მზე - თავი პირველი, ანდაც პროლოგი

- ჩემს ყოფილ გოგოს მარისელა ერქვა,..
- მარისელა კი არა ელენა ერქვა!
- პორტუგალიელი იყო და…
- არ ერქვა მარისელა, და არც პორტუგალიელი იყო!
- ჯანდაბა ნიკოლას! მაცდი თუ არა მოყოლას?!
- უბრალოდ გაგისწორე, ელენა ერქვა და ხიხონიდან იყო, ასტურიას არ გასცილებია მგონი…
- დაიწყე ხო ისევ?! ბარემ შენ მოყევი ბოლომდე… სულ ასე რატომ იცი ხოლმე?! არ შეგიძლია მაცადო, როცა რაღაცას ვყვები?! ვახშმად რას ვამზადებდით ხოლმე ისიც ჩემზე უკეთ ხომ არ იცი?! მიდი, გისმენ… ჰო მიდი მიდი და ნუ მიყურებ მასე…
- მე უბრალოდ გაგისწორე, შენ თქვი მარისელაო არა და ელენა ერქვა…
- ჯანდაბა! ამის დედაც ნიკოლას… რა მნიშვნელობა აქვს რა ერქვა და საიდან იყო! ეს ჩემი ისტორიაა და მე ვყვები გესმის? შეუშვებ მაგ გამოშტერებულ თავში? ჩემი ისტორია და როგორც მე მინდა ისე მოვყვები! ხომ შეიძლება ჩემი ისტორია მე მოვყვე?
- ელენა ერქვა…
- აი ისევ… სულ ფეხებზე მკიდია, მარისელა იყო, ელენა, ანა, თუ ჯუზეპე! შენ როცა მოყვები რაც გიდნა ის დაარქვი! და მომავალ შაბათს რომ დამირეკავ გამახსენე რომ იდიოტი ვარ! გესმის?!
- გაგახსენებ, მაგრამ რატომ?
- იმიტომ რომ მომავალი შაბათი მაინც შევირგო და შენთან ერთად არ მოვიდე ამ იდიოტურ ბარში! ჯანდაბა, ამასაც ფსელის გემო აქვს…



მერი და ნიკოლასი ჩუმად იჯდნენ მთელი საღამო… “კარგი რა სებ,” ნუ ხარ ეგრე, უთხრა ერთი-ორჯერ მერიმ სებასტიანს. ბოლოს ამოუვიდა ნიკოლასს ყელში და  იქით დაუწყო ჩხუბი, შენი ბრალიაო ეუბნებოდა. სებასტიანს ხმა არ ამოუღია, იცოდა თავისი ბრალი რომ იყო და იმიტომ… პირველად ანდო ამ ორ იდიოტს რაღაც საქმის მოგავრება და შედეგს ახლა ჩუმად იმკიდა.
-სეებ თქვი რა რამე. უსუსურად უთხრამ მერიმ, ისე რომ თავი არ აუწევია მაღლა. ოდნავ თვალები ასწია, რომ სებასტიანისთვის შეეხედა.
- ხვალ მოვაგვარებ. იყო ცივი პასუხი. მეტის თავი არ ქონდა სებასტიანს… ნიკოლასმა დაიკიდა, გადაბრუნდა და დაიძინა. მერი წრიალებდა, მერე აივანზე გავიდა მოსაწევად, შემობრუნდა ოთახში, ლოგინებს შორის იარა. დაიღალა. მერე იმანაც დაიკიდა და დაიძინა.

სებასტიანი აქამდეც ლოგინში იწვა, გულაღმა. არ ეძინებოდა. თავთან ფანჯარა იყო. ფანჯრის იქით, გენერალ მასიმილიანო მენდესის ქუჩა. 10 წუთში ერთხელ ტრამვაი გადიოდა. ღამის თერთმეტს რომ გადასცდა, 15 წუთში ერთხელ დაიწყეს ვაგონებმა სიარული. მენდესის ქუჩაზე, სებასტიანის ფანჯრების პირდაპირ პატარა კაფე იყო იტალიურ სტილში გაკეთებული. ამ კაფის კუთხეში მარჯვნივ უხვევდა რელსები. მოსახვევში ტრამვაის დენის სადენები ერთდებოდა და მატარებლის გავლისას ნაპერწკლებს ისროდა, აი ახალ წელს შუშხუნები რომ ანათებს ისეთი შუქით. ტრამვაის ჩავლისას მთელი სახლი ზანზარებდა. დღისით იმდენად არ ისმოდა და ღამით როცა ქალაქი მიწყნარდა, ზანზარს ბორბლების ხრიალის ხმაც დაემატა. მოხვევისას ნაპერწკლები დენის სადენებზე ლურჯად ელავდა, შუქი ფანჯრიდან შემოდიოდა და შუშის ჭაღზე ელვასავით ირეკლებოდა… თხუთმეტ წუთში ერთხელ. ელვა, ზანზარი და ბორბლების ხრიალი. რა დააძინებდა სებასტიანს…

სან-სებასტიანიდან მადრიდში სამივენი დღეს საღამოს ჩამოვიდნენ. ნიკოლასი მადრიდში რჩებოდა იმ ზაფხულს და დილიდან უნდა დაეწყო სახლის ძებნა. მერი ნიკოლასს და სებასტიანს ჩამოყვა, ისე ვალენსიაში მიდიოდა თავის მეგობარ ბიჭთან. ცოტა ხანი იმასთან იქნებოდა, სანამ სებასტიანი საბუთების ამბავს მოაგვარდება. მერე ერთად უნდა გაფრენილიყვნენ ბოსტონში მადრიდიდან. ერთხელ არ შეამოწმა თვითონ ყველაფერი სებასტიანმა და აქ ამოყო თავი. საღამოს 5 ზე ჩამოვიდნენ სან-სებასტიანიდან. წინა ღამეს დაჯავშნა მერიმ სასტუმრო. ზუსტად მაგიტომ არ უპასუხა სებასტიანმა ნიკოლასს, როცა უთხრა შენი ბრალიაო. მართალი იყო და იმიტომ. გრძნობდა, იცოდა სებასტიანმა რომ მერის ასეთი რამეები არ უნდა ანდო, უნდა ადგე და შენ თვითონ გააკეთო… 9 თაბი ერთად ქონდა მერის გახსნილი, რედითზე “ამას” კითხულობდა, არქთიქ მანქის უსმენდა, თან თავის ბიჭს ემესიჯებოდა. ამფეტამინებზე ხო ისედაც იჯდა… ასე დაჯავშნა მადრიდში სასტუმრო ნომერი ღამეში 12 ევროდ… მერე აღმოჩნდა რომ კაცზე 12 ევრო იყო! ოთახში სიარულისას იატაკი ჭრიალებდა. ჩრჩილის შეჭმული ფიცრები ნანემსარებს ჰგავდა. სამი ლოგინი იდგა და სამივეს ისეთი ზეწრები ეფარა, ვერ გაიგებდი შავი იყო და გახუნდა თუ თეთრი იყო და იმდენად ძველი და ჭუჭყიანი რომ ნაცრისფერი გახდა… ნიკოლასს არ ესიამოვნა ნაავადმყოფარი კაცივით უსიამოვნო შესახედი ზეწარი და ლოგინს გადახადა, რომ თავისი გადაეფარებინა. მერის ისტერიული სიცილი აუვარდა, როცა ზეწრის ქვეშ დიდი ყვითელი ლაქა აღმოაჩინეს. ვიღაცის ჩაფსმული გამშრალაა, სიმღერით ახარა ნიკოლასს… სებასტიანმა ტელეფონის დატენვა სცადა. არც ერთი ჩამრთველი არ მუშაობდა! მერე ნერვებ მოშლილმა იჯუჯღუნა, იჯუჯღუნა და გაჩუმდა… ნიკოლასს მაგრად ეცინებოდა ხოლმე სებასტიანის ჯუჯღუნზე. ზოგჯერ სპეციალურად შემოაგდებდა ხოლმე რამე ისეთ თემას სებასტიანს რომ ეჯუჯღუნა, გულში კი კარგად ხალისობდა.  მაგრამ ეს ის შემთხვევა არ იყო. მერის მაგრად ეკიდია სიტუაცია. თანმედროვე ჰიპპი იყო რა. თმა ყვითლად შეიღება ორი თვის წინ, მერე ბოლოები მწვანე ფერზე დაიყენა. ისე გაუხუნდა ვერ გაიგებდი რა ფერი იყო. კედებით და წითელი შარვლით დადიოდა ხოლმე. ახლაც მაგრად იხალისებდა, მაგრამ სებასტიანი რომ ჩუმად იყო მოერიდა. თუ აღარ ჯუჯღუნებდა სებასტიანი, ან გაუარა, ან რაღაცაზე სერიოზულად ფიქრობდა და თან ისე, რომ ხელის შეშლა არ გამოვიდოდა. ჰოდა ეს ის მეორე შემთხვევა იყო. არა უშავსო იფიქრა მერიმ, 2 დღეში წავიდოდა ვაელნსიაში თავის ბიჭთან და მერე იქ რომ მოუყვებოდა ამ ამბავს, ორივენი გემრიელად იხალისებდნენ, ისე რომ არც სებასტიანის მოერიდებოდათ და არც საკუთარი შეცდომის. სებასტიანი კი იწვა გულაღმა და ბოსტონზე ფიქრობდა… ცუდად იწყებოდა ზაფხული და მერის იდიოტურ შეცდომაზე ბევრად მძიმე და მეტი თავის ტკივილი ქონდა მოსაგვარებელი. ტრამვაის ხმა და ელვის შუქი მაინც არ აძინებდა, ადგა, მერის 2 ღერი სიგარეტი მოპარა, ტრენჩი მოიხურა და ცარიელ ქუჩებში სახეტიალოდ გავიდა… რამე მნიშვნელოვანზე ფიქრისას სიარული უყვარდა ხოლმე, ამშვიდებდა. იმათ რომ ვერაფერი გაეგოთ და უაზრო კითხვებით თავი არ გაებეზრებინათ, გათენებამდე დაბრუნდებოდა. მანამდე კი ნელა ჩაუვლიდა მენდესის ქუჩის მტვრიან სახლებს, წიგნების მაღაზიასთან სანტა ბარბარასკენ გადაუხვევდა. ფელიპე პირველის ქუჩაზე ქვაფენილს აგებდნენ და გადაკეტილი იყო. ლუის არაგონესის მხრიდან ჩაუყვა გზას კათედრალისაკენ. ეზოში არ შესულა, ფარნისაგან მოშორებით ოდნავ განათებულ ხის სკამზე ჩამოჯდა და მადიანად გააბოლა.

საბა აფხაზი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები