ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 აგვისტო, 2016


მშიშარა

ჩვენ მართალი ადამიანები..
მეცინება. .
ჩემი სიმართლე,
რომელია ჩემი სიმართლე,
საფულიდან რომ ვიღებ ბოლო ხურდას
და ჩემი ბავშვობისხელა ქერა ბიჭუნას ხელის გულებში ვუმალავ.
მერე გიჟივით გავრბივარ.
ვინ მომდევს.
იქნებ მისი წართმეული ბავშვობა,
იქნებ მისმა დიდურმა თვალებმა შემაშინა,
რომლებშიც ბავშვობის ვარსკვლავები არ ენთო.
არც ელფები და ფერიები იყვნენ.
ეს თვალები,
ტკივილებით სავსე შავი ორმო.
გავრბოდი არსაით
მინდოდა მოვსულიყავი შენთან და მეთქვა
მოდი, ეს ქერა ბიჭი ვიშვილოთ.
ის ჯერ კიდევ იმ ასაკშია,
როცა შეუძლია შეგვიყვაროს.
და ისევ გავრბოდი არსაით. .

ჩემი სიმართლე?
უბრალოდ მინდოდა გულში ჩამეკრა,
მეთქვა რომ დაკარგული უფლისწულია
და ჩვენს პატარა სამეფოში მოვიყვანდი.
მე მხოლოდ ხურდა მივეცი და გავიქეცი.
მშიშარა ვარ. .
ის ყველაზე ლამაზი ქერა უფლისწულია..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები