 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პოეზია 10 აგვისტო, 2016 |
მზის ჩასვლისას ცა უკაცრიელ კუნძულსა ჰგავსო, ამბობდი და თითს იშვერდი გაფანტული ღრუბლებისაკენ, რომლებსაც ჰქონდათ ფორმა ბაობაბების და ლიანების, დიდი მუხების და ბუჩქნარების. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ ბედის მწერლების წაყვანილი მხატვრები ხატავენ ცას შუაღამით, ხატავენ თეთრ ღრუბლებს სიკეთეში ამოვლებული ფუნჯებით, ხოლო შავებს თავიანთ ცოდვებში, ბავშვობაში რუხ დღეებზე მწყდებოდა გული... ცა უკაცრიელ კუნძულსა ჰგავსო, ფართო გუგებით ვუყურებდით, ცეცხლის ბურთივით ეშვებოდა ზღვაში მზე, ეშვებოდა და შუქის ჩაღვრისას წყალს ედებოდა ასკილისფერი. ღამით ბრჭვიალა ვარსკვლავებით იწყებდნენ ხატვას მონახაზისას, მთვარე ლამპრად ედგათ, მანათობლად, ჰორიზონტი კი თითქოს განგებ წაიშალა, და ერთდებოდა ცა და დედამიწა. შუაღამით ბედის მწერლების წაყვანილნი ხატავდნენ მხატვრები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა მუხა მადლობა მუხა
5. ლამაზი ლექსია.
ლამაზი ლექსია.
3. შუაღამის მხატვრებზეა შუაღამის მხატვრებზეა
1. რუხი დღეები. რუხი დღეები. მინდა რუხი დღეები.
ვეცადე, მაგრამ ვერ მოვიდა. +2
რუხი დღეები. რუხი დღეები. მინდა რუხი დღეები.
ვეცადე, მაგრამ ვერ მოვიდა. +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|