ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2016


თავები დახარეთ... გმირები მოდიან!

თვალები? - თვალები ყველაფერს ამბობენ,
ცრემლები? - ცრემლები ყველაფერს წონიან!
ნამდვილებს ლამაზი სიტყვებით ამკობენ,
ზოგს (როგორც ყოველთვის) სიყალბე ჰგონია!

გულწრფელად სტირიან ჰო, ბიჭად - კაცებიც
და მათი ცრემლები ურიგო როდია!
შიგ ღვინოჩასხმული დაცალეთ ყანწები,
თავები დახარეთ... გმირები მოდიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები