 | ავტორი: სალომე05 ჟანრი: პოეზია 13 აგვისტო, 2016 |
მოდი, დალაგებულ დროს გადაუხვიე მოშორდი გათოშილ, მოსაწყენ ჰორიზონტს, ვიდრე სხვის გათელილ გზას გადაუვლიდე, ვიდრე დაიჭერდე მაგ ბოლო მოჰიკანს, ეგ შენი მიზნები მტვერივით გაფანტე ჰაერში, რომ გავლა სხვას მაინც აცადო, იმდენად შორია შენიდან აქამდე, რამდენად მძიმეა ზურგითვე ატარო ეგ შენი სხეული, სულით დამძიმებას მოელის, რომ ფორთხვით მივიდეს ტაძრამდე, შენივე თავია შენივე იმედად და ცდილობ ტკივილთან ბრძოლაში დამარცხდე. მოდი, ეგ საბრძოლო ყოფაც მიატოვე შინაგან ჭრილობებს ვერ ამჩნევს თვალი და მზეს მთვარის ფიქრები ისე იახლოვებს წყალში მოისვრიან პლანეტებს ნავიდან. მათი სიყვარული შერჩება ორბიტას მე კი უშენობაც ხელიდან მისხლტება, ეს უსასრულობა ვაკუუმს მომიტანს და გარეთ დავტოვებ ფილტვებს რომ მივსებდა იმ ჰაერს, შესვლამდე და მერე ფიქრებსაც მივაბამ მაგ შენს წინ გათოშილ ჰორიზონტს, დღეს აღარ მჭირდება ამგვარი მიგნება ჩემს ყოველ ძახილსაც უკანვე მოვიტოვ. აღარ გთხოვ მოხვიდე, ვერც გამჩნევს თვალი და ალბათ ამ სტროფებსაც მალე მიატოვებ, ხედიც შეეცვლება სამყაროს ხვალიდან- მზე, მთვარე, ნავი და მათი სიახლოვე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|