 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 20 აგვისტო, 2016 |
შენი თვალებიდან მოჩანს გადარჩენა ხოდა გადამარჩენ ! სხვა გზა აღარ მრჩება,უნდა ჩაგეხუტო თუნდაც წამიერად, ჩემი სიხარული პეშვზე დაეტევა ისე მცირე არის, და ეს სიყვარული მინდა გაგიმხილო მაგრამ გამიელვა, ისევ ტკივილებმა,ისევ სიმარტოვემ, ხოდა ავირიე, ვეღარ დაგივიწყე,ვეღარ დაგივიწყე ხოდა ვიტანჯები, მოდი ჩამეხუტე,თუნდაც ბოლოჯერ და სამუდამოდ, ხატთან დავიჩოქე,ხატთან ავიცრემლე, ხატი მირონმდენი. უფალს შევავედრე ჩვენი სიყვარული, მაგრამ ვერ ამიხდი, ისევ სიმარტოვე,ისევ ტკივილები, ალბათ სამუდამოდ, შენი გაღიმება გულში დაილექა ყავის ნალექივით, ვეღარ გამიგია დღენი უშენობის სადამდე ავიტანო. გარეთ ავდარია,სახლში ჩაკეტილი სურათს ვეცრემლები, შენ კი წახვედი და ღამეს შესციცინებ სხვასთან სითავხედით, ხელებგაყინული ქუჩებს შევეხიზნე სადაც ჩაგიკარი, ერთხელ გაიფიქრე?როგორ მაკლიხარ და როგორ მენატრები.. ისევ ფორიაქი,ყეფა ძაღლების და თეთრი ღამეები, ცოტა სიზმრები და იქაც მელანდები თეთრი აჩრდილივით, მინდა ჩაგეხუტო,მინდა მოგეფერო თუნდაც სამუდამოდ, ვიცი ზეცაშიც კი მალე მოგძებნი და გვერდით გაგიჩნდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. აქ გრძნობა პოეზიაზე მეტია, აქ გრძნობა პოეზიაზე მეტია,
1. ჩაიარა, ჩაირა ყველაფერმა სიმღერასავით ჩაიარა. ჩაიარა, ჩაირა ყველაფერმა სიმღერასავით ჩაიარა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|