ავტორი: ანიტა ბურდული ჟანრი: პოეზია 26 აგვისტო, 2016
მზე გააღვიძე
წარსული მარჯნის რიფებია - ზღვაში დატოვე. წარსული საკანია. გაიქეცი. მზე გააღვიძე, კანის გავლით სული გაითბე. გზა გაიკვლიე.
მარჯნის რიფები - წარსულია, შენ არ ხარ რიფი! არ გაქვავდე, ნუ გახდები ერთი ზღვის მკვიდრი. ზღვა პატარაა, ვერ დაიტევს რიფების მასივს. არც მიწა არის შენი სახლი, ნუ დასახლდები. ნასახლარები ცრემლია მიწის, დრომ რომ დააშრო. მიწა? ფიტული შენი მსგავსის, შენც გამოგფიტავს, შენც გამოფიტავ, გამოფიტული, შენს მსგავსს ოდესმე.
წარსული მარჯნის რიფებია - ზღვაში დატოვე. წარსული საკანია. გაიქეცი.