 | ავტორი: იზკ ჟანრი: პროზა 27 აგვისტო, 2016 |
სამ დღიანი უძილობის, ექვსს საათიანი მგზავრობის და ბევრი სიგარეტის შემდეგ , საკუთარ თავთან ერთად ღამით გადავწყვიტე ზღვაზე სეირნობა ... გრილა, დაახლოებით ისე, როგორც ფილმებში აჩვენებენ ქარებს , თმებს და კაბის ბოლოს რომ აქნევს მხოლოდ და ფეხებს ეფერება...ნიავი საშომდე ატანს ფეხის გულებიდან , სასიამოვნოდ.... ზღვა სიღრმეა ზოგიერთი ადამიანივით , თავისი ჩასავარდნებითა და სახიფათო ფსკერით , არასდროს იცი რას იპოვი, ყოველთვის მზად უნდა იყო... თუ გაგიმართლა არ ნახავ მოტივტივე ძველ ფეხსაცმელს , თუმცა ალბათ უნდა ნახო , რომ შემდეგ აღარ მოგინდეს ... მედუზებს , რომლებიც ფეხზე ისე შემოგეხვევიან გაგიჭირდება თავის დაღწევა , უბრალო კენჭებს , რომლებიც ფეხის გულებს ვერ აცდებიან და კიდევ რამეს, რასაც აუცილებლად თან წამოიღებ......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გვატყუებ რაღაცას გვატყუებ რაღაცას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|