ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2016


King Jeremy The Wicked Ruled his world

ხელი გკრეს და წაიქეცი?
ნუ ტირი ვის არ მოსვლია...არაფერია
მერე კი მწარედ გირტყამდნენ სუსტს და უსუსურს?
ნუ ტირი პატარავ..არაფერია
გაიზრდები და დაგავიწყდება.. მხოლოდ იარაღა გაგახსენებს მოგონებების საკუჭნაოში ღრმად ჩაფლულ გარდასულ წლებს და შემდეგ? შემდეგ  დიდხანს იცინებ ბავშვურ ძალადობაზე..არაფერია...
გიღალატეს? რატომ ყვირი..არაფერია
მეგობრებმა ზურგი გაქციეს და  სიყვარულშიც არ გაგიმართლა?
გადაივლის...არაფერია..
კუთხეში მდგარი მუშტებშეკრული ბავშვი იარაღს  რომ აიღებს
და კედელს ტვინს მიასხამს არაფერია?
დიახ..არაფერია...
......
ეძღვნება ბავშვს რომელიც არ გაიზარდა
https://www.youtube.com/watch?v=MS91knuzoOA

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები