ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2016


შორს სახლიდან

ისევ ღამდება უსასრულო ფიქრის მორევში,
სარკმლიდან ვხედავ ასხვაფერებს თოვა ჰაერსაც,
მიპყრობს შეგრძნება,რომ თანდათან ჩემს სახლს ვშორდები
და შენთან ახლოს გავათენებ მე ამ ღამესაც.
გარიჟრაჟამდე აგიყოლებ,ცასაც ავცდებით,
ეულ მთვარეს კი შეშურდება ჩვენი გაფრენა,
არ დავიღლები სიმარტოვის მძაფრი განცდებით,
თუ ამ ოცნებას უწერია ერთ დღეს ახდენა.
მოვრთავ სამყაროს დათოვლილი ფიქრით ნამშვენებს,
ჩემი ნებაა ამ თეატრის დეკორაცია,
გარეთ სიცივე ყინულების ანძებს აშენებს,
მაგრამ მე ქურქად სიყვარული შენი მაცვია.
გავირინდები უეცარი მელანქოლიით,
მერე დავიწყებ წარმოდგენას ისევ თავიდან,
ბედნიერებას შევიფერებ შენთან მყოფივით,
როგორც არასდროს,ისე შორს ვარ ახლა სახლიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები