შენ, ჩემო გადაღლილო მკითხველო. ოდნავ დახუჭე თვალები და შემომხედე. მე მესმის შენი. და ეს ისეთვე უაზრო ფრაზაა, როგორც ფრაზა ჩემი ლექსიდან: –უშენობა და 3 ხაზი.
მაგრამ კიდევ ათასჯერ გაგიმეორებ, რომ მე მესმის შენი.
შენ, ჩემო დაღლილო მკითხველო, ჩემს ნაწერებში რომ ეძებ შვებას, გინდა საშველი?! –დაიხარე და აიღე ორი ქვა. (არა, ეგ არც მიფიქრია )
ისევ დაიხარე და ერთმანეთზე დააწყვე. ეს პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ გახდე პოეტი და უკანასკნელიც, რადგან პოეზია ზოგჯერ ნგრევაშია, საკუთარი ძვლებისა და ნერვული სისტემის.
შენ ჩემო აზრგაწყვეტილო წინადადებავ, დაუბრუნდი შენს ადგილს და ბრჭყალებში მოაქციე ყველა აზრი.
შენ, ჩემო თავო, აღარასდროს გაბედო წერო იმაზე, რასაც გრძნობ. წერე იმაზე, რაც გინდა რომ იგრძნო. ასე უფრო ,,პოეტურია", არა ? ასე უფრო მომხიბვლელი იქნები. ვის რაში სჭირდება შენი ღიმილი და სიმართლე ?
იყავი მეტად ტრაგიკული და წმინდანად შეგრაცხავენ, ეს ნაბიჭვრები! მერე ადგება ვინმე დედამოტყნული და პოეზიაზე ჩამოგიგდებს საუბარს. გეტყვის, რომ ჭეშმარიტება ბევრად მეტია, ვიდრე შენი პოეზია და სილის გასაწნელად გამოგიშვერს სახეს. როგორ მძულს ასეთი გამოსვლები.
ერთხელ ქუჩაში წავიქეცი. ირგვლივ არავინ ჩანდა, არადა ქუჩა სავსე იყო შეყვარებული წყვილებით. რომლებმაც გვერდი ამიარეს. ერთხელ ქუჩაში წავიქეცი და ყველა მაშინ გაქრა.
–მე ვარ უსინათლო, შენ ყრუ–მუნჯი, ჩამკიდე ხელი და ეცადე გამიგო. ხომ პოეტურად ვთქვი ? !
ზოგჯერ, რამდენ სიყალბეს თხოვენ შენგან იმისთვის, რომ გაღიარონ და რა არაფრისმცოდნე ხარ ამ დროს. რა უსუსური. მეცინება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა კარგად გამოგდის...ემოციები ყოველ სტოფზე სხვა მიმიკის მიღებას მაიძულებდა...საოცარია,მომეწონა ბრავო! ❤❤ ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა კარგად გამოგდის...ემოციები ყოველ სტოფზე სხვა მიმიკის მიღებას მაიძულებდა...საოცარია,მომეწონა ბრავო! ❤❤
9. რა საჭიროა აღიარება...ყველა მაგალითი აქ უადგილო მგონია, უბრალოდ ისიც საკმარისია, რომ წერ და გრძნობ, განიცდი. ამ ყველაფრის შემდეგ, შენ უკეთესი ხდები, თუნდაც იმიტომ, რომ ფიქრობ იმ საკითხებზე, რომლებსაც სხვები ვეღარც ამჩნევენ. წერა როგორც თერაპია და ამავე დროს თვითგანადგურების მანქანა. რთული თემაა ძალიან.
ტექნიკას რაც შეეხება, ინტონაცია მომეწონა განსაკუთრებით, - მდორე, უხასიათო, დაღლილი, ძალიან ბუნებრივად მიდიოდა ,,იყავი მეტად ტრაგიკული"ამ სტროფამდე. აქ ემოციებმა იძალა და მერე ისევ დალაგდა, გათანაბრდა ნაწერი. კარგი ლექსია, უბრალოდ მიბრუნება არ აწყენდა, ჩემი აზრით. რა საჭიროა აღიარება...ყველა მაგალითი აქ უადგილო მგონია, უბრალოდ ისიც საკმარისია, რომ წერ და გრძნობ, განიცდი. ამ ყველაფრის შემდეგ, შენ უკეთესი ხდები, თუნდაც იმიტომ, რომ ფიქრობ იმ საკითხებზე, რომლებსაც სხვები ვეღარც ამჩნევენ. წერა როგორც თერაპია და ამავე დროს თვითგანადგურების მანქანა. რთული თემაა ძალიან.
ტექნიკას რაც შეეხება, ინტონაცია მომეწონა განსაკუთრებით, - მდორე, უხასიათო, დაღლილი, ძალიან ბუნებრივად მიდიოდა ,,იყავი მეტად ტრაგიკული"ამ სტროფამდე. აქ ემოციებმა იძალა და მერე ისევ დალაგდა, გათანაბრდა ნაწერი. კარგი ლექსია, უბრალოდ მიბრუნება არ აწყენდა, ჩემი აზრით.
7. აუ ადმინ, ამ ლექსისი ძებნამ მომკლა.მესამედ მოვაკითხე უკვე და თუ ადამიანი ხარ,თავფურცელზე დადე რა, ღირს მაგად. :) აუ ადმინ, ამ ლექსისი ძებნამ მომკლა.მესამედ მოვაკითხე უკვე და თუ ადამიანი ხარ,თავფურცელზე დადე რა, ღირს მაგად. :)
6. ვინ რას ითხოვს მეორე ხარისხოვანია.
"შენ იცხოვრე და ცხოვრება წერე!" მ. ლებანიძე.
ვინ რას ითხოვს მეორე ხარისხოვანია.
"შენ იცხოვრე და ცხოვრება წერე!" მ. ლებანიძე.
5. იმდენად საინტერესო რომ კიდევ მობვბრუნდი... იმდენად საინტერესო რომ კიდევ მობვბრუნდი...
4. არც იუმორი აკლია, არც აზროვნებს და გრძნობის სიღრმე. სინტერესო ავტორი ჩანხრთ. 5 არც იუმორი აკლია, არც აზროვნებს და გრძნობის სიღრმე. სინტერესო ავტორი ჩანხრთ. 5
3. არც იუმორი აკლია, არც აზროვნებს და გრძნობის სიღრმე. სინტერესო ავტორი ჩანხრთ. 5 არც იუმორი აკლია, არც აზროვნებს და გრძნობის სიღრმე. სინტერესო ავტორი ჩანხრთ. 5
2. მართალი ლექსი! კარგი პოეზიით! მართალი ლექსი! კარგი პოეზიით!
1. მართალი ლექსი! კარგი პოეზიით! მართალი ლექსი! კარგი პოეზიით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|