ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2016


ჩაყარეთ... 17/08/1990-2016 საკუთარ იუბილეს.

როცა ჩარჩოებს აღარ ჩათვლი საჭიროდ ღმერთო,
არც შენ იქნები ღმერთებისთვის ალბათ საჭირო.

ვატყობ დღეს მეტი ალკოჰოლი და წერა მმართებს,
და უფრო მეტი, ვიდრე გუშინ და გუშინწინ  მმართებდა რამე.

ვპოულობ ფიქრებს
და ფიქრების ფიქრს ვერ ვპოულობ.
სიზმრებში ნანახ სიზმრებივით ვხედავ თოლიებს.
დამთავრდა დღესაც დღევანდელი აზრის მორალი
რადგან აგვისტოც დღეიდან ჩემი ტოლია.

ჩაყარეთ.
მერე კი აფეთქებულ საფეთქელს ვფიცავ
მთელი სხეულით, მთელი სულით, მთელი გონებით,
უყურე როგორ ეხებიან ოფლიან მიწას
მონებივით რომ მოძრაობენ სადღაც მონები.

საგიჟეთია დედამიწა, იცით ისედაც,
ოღონდ გიჟები არც ჩვენ არ ვართ, არც დედამიწა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები