ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2016


სხვათა და სხვათა

საჭიროების შემთხვევაში  ადგები და
ყველაფერზე ხელს ჩაიქნევ.
გამოეყოფი ყველას.წახვალ შორს.დაჯდები შენთვის,
სადმე,მარტო და საკუთარ თავს
გულს გადაუშლი.
...და მაშინ როცა
მოძალებული ვნებები დაშლას დაიწყებს
და მაშინ როცა ყელში მოჭირებული პათოსი
კულმინაციის წერტილიდან ჩამოიღვენთება,
მიხვდები-ეს მომენტი უკვე იყო.
უბრალოდ ახლა გაიაზრე,
ახლა შეიმეცნე შენი ალაგი
მრუდე სივრცეში.
და ვინ ხარ შენ? -
ადამიანი, - მოაზროვნე არსება.
და მოგეცა შენ ნება
და მოგმადლდა შენ ნება
და გებოძა ნება შენ-
აღიარო საკუთარი თავი და
შეგრცხვეს.
და ბიბილოებ აწითლებული
წახვიდე შორს.მიატოვო ყველა და
საკუთარი თავი,საკუთარი თავითვე შემოსაზღვრო.
და მოხდა ასე, -
რომ:
გებოძა  შენ ნება
რომ მოგმადლდა  შენ ნება
რომ მოგეცა ნება შენ-
თავი ჩარგო,შენივე ჭიპში და ზღარბივით შიგ ჩაბრუნდე,
მანამ სანამ სხვები,
სხვათა ცხოვრებით ცხოვრობენ.
მანამ სანამ სხვები,
საკუთარ თავებს,სხვათა აზრებისგან ქმნიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები