 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2016 |
უნდა მოხვიდე უჩვეულო გაზაფხულივით, ამაზე მუდამ ისაუბრებენ. დაუმორჩილო ყველა აზრი დროსა და დუმილს, თან გულგრილობის სახადი - სურდო, კუმშავდეს ჰაერს იმდენი დოზით, რამდენი კოვზიც საკმარისია ზღვის დასალევად. ილაპარაკე. ვერ გიგებენ, გადამდებია, არ შეიმჩნიო. გაიტოტება ნაკადები იმ სათავიდან, კალთა რომ ჰქონდა უსწორმასწორო. გარდაუვალი ამოვსება სიცარიელის, იქნება სიტყვა ტკივილზე მეტი. მითქმა-მოთქმაა ვიღას დარჩა ახლა სამღერი, კუდიანები ხარშავენ ბალღამს. გამოქვაბულის გლუვი სივრცე ქვითინის ექოს ინახავს ახლაც და გასმენინებს. გაანდე დღეებს ხასიათის ყველა სიმბოლო, დაიმახსოვრე ძვლების ხმაური; მოურიდებლად რომ იწვევდა განზომილება, სადაც - აორთქლდი, მოიქუფრე, ხმა აგერია. ამოანგრიე მობჯენილი ყელში - სიმშვიდე. და შეიკუმშე... მოიდგი მხრებზე უცხედრო კუბო, ამოვსებული საკუთარი გვამის ლოდინით; დადექი წყალთან, აირეკლე შუა მდგომლობა თვალების ფსკერზე - იმ შიშებს შორის, დაბადებიდან რომ შეეჩვიე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6.
მოიდგი მხრებზე უცხედრო კუბო, ამოვსებული საკუთარი გვამის ლოდინით; დადექი წყალთან, აირეკლე შუა მდგომლობა თვალების ფსკერზე - იმ შიშებს შორის, დაბადებიდან რომ შეეჩვიე.
!
მოიდგი მხრებზე უცხედრო კუბო, ამოვსებული საკუთარი გვამის ლოდინით; დადექი წყალთან, აირეკლე შუა მდგომლობა თვალების ფსკერზე - იმ შიშებს შორის, დაბადებიდან რომ შეეჩვიე.
!
5. ტელეფონით ვარ მარი და ვერ ვასწორებ. ,,ამოანგრიე''-ა კი. გაიხარე მოკითხვისთვის :} ასეთებს რაც შეეხება ეს უზენაესია :)
მადლობა რომ წაიკითხეთ :) ტელეფონით ვარ მარი და ვერ ვასწორებ. ,,ამოანგრიე``-ა კი. გაიხარე მოკითხვისთვის :} ასეთებს რაც შეეხება ეს უზენაესია :)
მადლობა რომ წაიკითხეთ :)
4. ამოანგეიე მობჯენილი ყელში - სიმშვიდე. და შეიკუმშე...
პირველი სიტყვა ვერ გავიგე, ამოანგრიე_ა? მოგიკითხე გიო სულ ასეთებს ნუ წერ :( ამოანგეიე მობჯენილი ყელში - სიმშვიდე. და შეიკუმშე...
პირველი სიტყვა ვერ გავიგე, ამოანგრიე_ა? მოგიკითხე გიო სულ ასეთებს ნუ წერ :(
3. მოიდგი მხრებზე უცხედრო კუბო, ამოვსებული საკუთარი გვამის ლოდინით; დადექი წყალთან, აირეკლე შუა მდგომლობა თვალების ფსკერზე - იმ შიშებს შორის, დაბადებიდან რომ შეეჩვიე.----- წარმატებებიიიიი მე ძალიან მომეწონა! მოიდგი მხრებზე უცხედრო კუბო, ამოვსებული საკუთარი გვამის ლოდინით; დადექი წყალთან, აირეკლე შუა მდგომლობა თვალების ფსკერზე - იმ შიშებს შორის, დაბადებიდან რომ შეეჩვიე.----- წარმატებებიიიიი მე ძალიან მომეწონა!
2. როგორი ხმოვანება აქვს... ძალიან მომეწონა. ორჯერ წავიკითხე, რამე არ გამომრჩესთქო. მძაფრი ემოციების გამომწვევია. როგორი ხმოვანება აქვს... ძალიან მომეწონა. ორჯერ წავიკითხე, რამე არ გამომრჩესთქო. მძაფრი ემოციების გამომწვევია.
1. უჰ, მძიმე ლექსია, სული ამოყვა. უჰ, მძიმე ლექსია, სული ამოყვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|