 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პროზა 13 სექტემბერი, 2016 |
ჩვეულებრივი, პროვინციული , უთოვლო, ნაწვიმარ-მოტალახებული შობის ღამე იდგა. მეც არარეალიზებულ, სამასლარინსამსახურიან, ცოლი რატო არ მოგყავს ტვინწახნული, ირგვილვ რომ ყველაფერი გეზიზღება და პირველ რიგში, საკუთარი თავი ამ ყველაფერში,აი ეგეთ ცხოვრებაში და საკუთარ თავში ღრმად ჩაყვინთული ვხვდებოდი ზემოხსენებულ შობას. ველოდი როდის მორჩებოდნენ მეზობლის ბავშვები ჭიშკართან ალილოს ყიყინს, როდის დამთავრდებოდა ხურდა და დავიძინებდი. ალბათ ცუდ შთაბეჭდილებას ვტოვებ , მაგრამ სინამდვილეში კარგი და უბოროტო ადამიანის რეპუტაცია მაქვს, თუმცა სახელდობრ რაში გამოიხატება ჩემი სიკარგე საფუძვლიანად არავინ იცის, ალბათ იმაში რომ დედა არავისთვის მიგინებია და ცხვირპირი არავისთვის ამომინაყავს. ეს გარეგნულად თორე გულში ბარე ასჯერ მყავს დაწიოკებული კუთხე მეზობლობა ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანის გამო. ერთი სიტყვით, უკვე დასაწოლად ვემზადებოდი , რომ კარზე ისეთი ბრახუნი ატყდა სკამიდან შევხტი, მივედი გავღე და დანახვაც ვერ მოვასწარი ისე მეცა ვიღაცა, როგორც მერე მივხვდი ჩამეხუტა, თორე პირველი სამი წუთი დარწმუნებული ვიყავი რომ მახრჩობდა და მოულოდნელობისგან არც ვუძალიანდებოდი, მერე თვითონე მკრა ხელი და შემაგდო ოთახში გილოცავ ძმაოო და დედაჩემისკენ გაიწია მხოლოდ მაშინ ვიცანი (როგორც თვითონ აღნიშნავს გულმოწყალედ) ჩემი ბავშვობის ძმაკაცი რობერტიჩი, თუმცა დიდი ძმაკაცები მე რომ მკითხო არასდროს ვყოფილვართ , და სინამდვილეში რამდენჯერმე მიფიქრია და მთლად კარგად ვერ ვხვდები რას ნიშნავს ეგ სიტყვა. დედაჩემი გაიბადრა და შვილო ჩამოხვედის ძახილით ჩაეკონა ცალი ხელით და ცალით სკამი მიუწია, მამაჩემი ძაღლს რო პურს დაანახებ ისე უღიმოდა და ხელის ჩამოსართმევად ემზადებოდა. პატივსაცემი კაცია რობერტიჩი , საზრვარგარეთ ცხოვრობს და ყველაფერი გაცილებით უკეთესადააქვს აწყობილი ვიდრე სინამდვილეში, სამი წელია არ ჩამოსულა და მეზობლები გულზე გასკდებოდნენ რო გაიგებდნენ ჩვენთან მოვიდა ჩამოსვლისთანავე : )
-ბოლოს ჩემებმა ბოდიში მოიხადეს და დასაძინებლად წავიდნენ, რობერტიჩი სკამზე იყო უკვე გადაფენილი სიმთვრალისგან, დუმდა დროდარო ქვევიდან ამომხედავდა , ჩემი ძმა ხარო მეტყოდა და ისევ ჩაქინდრავდა თავს, მე უკვე ერთი სული მქონდა როდის წავიდოდა , ის რას ფიიქრობდა და ელოდებადა არ ვიცი. მაინც არ ვიცოდი რა მექნა და და დავიწყე გახსენება რაც მართლა მაკავშირებდა რობერთიჩთან. კლასელები ვიყავით მაგრამ სულ ჩემზე უფროსი მეგონა,ერთ მერხზე არ ვისხედით და არც დასვენებებზე ვთამაშობდით ერთად მე რომ გაკვეთილებს ვიმეორებდი, ეგ ბოლო წუთს გახვითქული შემოვარდებოდა ხოლმე კლასში. რამდენჯერმე ფეხბურთის სათამაშოდ წამიყვანა, წამო კარში ჩადექიო, მე მაინც უკვე ნამეცადინები ვიყავი მაგ დროისთვის და და მივყვებოდი, მერე მიხვდა რომ სულერთი იყო მაგ ფეხბურთზე წავიდოდი თუ არა და აღარ გამოუვლია. დედაჩემი ამბობდა მიბაძე ნახე როგორი ცოცხალი ბავშვია ცხოვრებაში არ დაიკარგებაო,დედამისი ამბობდა მიბაძე ნახე როგორ გონიერია და ჭკვიანი შენსავით ძაღლს და ღორს კი არ იცნობსო, ტვინი უსკდება იმდენს კიტხულობს ტვინიო : ) ერთხელ არ მახსოვს რომელ კლასში ვიყავი , ვიღაც დიდმა ბიჭმა ბურთი წამართვა . მომეციო და აღარ დამიბრუნა და მეც არ მომითხოვია ვიფირე ჯანდაბას მაინც არ მინდოდა ეგ ბურთი მეთქი და დავივიწყე, მერე გავიგე (თვითონ არასოდეს უთქვამს) რომ წასულა რობერტიჩი ის ბიჭი უცემია , ის ბურთი თავზე დაუხევია იმისთვის და წამოსულა, ამის გამო ყოველთვის რარაც გაუკვევლად მადლიერი ვიყავი მისი და თან ზუსტად ამის გამო არ მიყვარდა. არ ვიცი კიდე რა გამახსენდებოდა , უცებ ამიხროტინა , თვალები დააბრიალა და შენთან ვრჩებიო გამოცხადა გადაჭრით, კარგი მეთქი, თეთრეული ახალი გამოცვლილი იყო მაინც, ადექი მეთქი , მხარზე დამეყრდნო და საძინებელში შევიყვანე , შენ თვითონ გაიხდი თუ დაგეხმარო მეთქი, -მე თვითონო კარგი მეთქი შუქი ანთებული დავუტოვე დ გამოვედიცოტა მივალაგესავით,საფერფლე დავცალე და შევაკითხე შუქის ჩასაქრობად . რობერტიჩი მეხივით ხვრინავდა, ტავგადაგდებულს ეძინა სახე დამშვიდებული ქონდა და შეცვლილი იმდენად რომ კარგად დავაკვირდი ხო ნამდვილად ეგაა მეთქი, მშვიდი იყო ბავშვივით უზრუნველი და დაუცველი , გამახსენდა ერთხელ შემთხვევით ქვა რომ მომარტყა თავში და თვითონ ატირდა, ერთადერთხელ ვნახე მაშინ როგორ ტიროდა, საბანი გადავაფარე შუქი ჩავაქრე და გამოვედი აივანზე, ისევ უაზროდ ცრიდა, სიგარეტს მოვუკიდე და დავმშვიდდი... გარკვევით ისმოდა მეზობლის ძაღლის ყეფა და თუ სმენას დაძაბავდი შეიძლება რობერთიჩის ხვრინვაც გაგეგო ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კი მევხვდი , მელას რაც ესიზმრებოდაო : )))))))))) დანარჩენ შენიშვნებს ვიღებ კი მევხვდი , მელას რაც ესიზმრებოდაო : )))))))))) დანარჩენ შენიშვნებს ვიღებ
4. უწინარესყოვლისა დაგვდეთ პატივი და "მექანიკური" შეცდომები ჩაასწორეთ! მსურს, ქართულად ნაწერი ქართულადვე წავიკითხო! და მეორე: იქნებ აქ მაინც ამიხსნათ როგორც მკითხველს რის თქმას აპირებდით ამ ნაწერით? მესამე: როცა წერთ, იქნებ ეცადოთ, რომ გააციოთ ნაწერი რამოდენიმეჯერ და იმდენივეჯერ ახლებურად შეხედოთ თქვენს დაწერილს ჩასასწორებლად? თორემ აი როგორი თხრობა გამოგდით: "კარგი მეთქი, თეთრეული ახალი გამოცვლილი იყო მაინც, ადექი მეთქი , მხარზე დამეყრდნო და საძინებელში შევიყვანე , შენ თვითონ გაიხდი თუ დაგეხმარო მეთქი, -მე თვითონო კარგი მეთქი " - ვფიქრობ მიხვდით რისი თქმაც მსურს. უწინარესყოვლისა დაგვდეთ პატივი და "მექანიკური" შეცდომები ჩაასწორეთ! მსურს, ქართულად ნაწერი ქართულადვე წავიკითხო! და მეორე: იქნებ აქ მაინც ამიხსნათ როგორც მკითხველს რის თქმას აპირებდით ამ ნაწერით? მესამე: როცა წერთ, იქნებ ეცადოთ, რომ გააციოთ ნაწერი რამოდენიმეჯერ და იმდენივეჯერ ახლებურად შეხედოთ თქვენს დაწერილს ჩასასწორებლად? თორემ აი როგორი თხრობა გამოგდით: "კარგი მეთქი, თეთრეული ახალი გამოცვლილი იყო მაინც, ადექი მეთქი , მხარზე დამეყრდნო და საძინებელში შევიყვანე , შენ თვითონ გაიხდი თუ დაგეხმარო მეთქი, -მე თვითონო კარგი მეთქი " - ვფიქრობ მიხვდით რისი თქმაც მსურს.
3. მშვენიერია. მშვენიერია.
2. მეტი რაღა უნდა მომხდარიყო თოლია?
ჩამოსვლისთანავე მასთან მივიდა რობერტჩი
ცოტაა განა? :) მეტი რაღა უნდა მომხდარიყო თოლია?
ჩამოსვლისთანავე მასთან მივიდა რობერტჩი
ცოტაა განა? :)
1. ბოლო წინადადებამდე ველოდი, რომ რაღაც მოხდებოდა :)
ბოლო წინადადებამდე ველოდი, რომ რაღაც მოხდებოდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|