ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2009


# # #

იყუჩე...
ომია, სიყვარულნაჩვევი
ნაღმები კი არა, გულები სკდებიან,
დრო იყო მსხმოიარ მკლავებზე გაწვენდი,
ოცნებად გძერწავდი გრძნობების სკნელიდან.
სადა ხარ?! მეფშვნები თითებში მეასედ
ჭრილობაშენაზელ სისხლმოთხვრილ მარილად,
მყიფე უშენობის ტკივილებს ვერ ვაჩვევ
შუქჩამქრალ ღამეებს და ვიცი , მალი-მალ,
და ვიცი, ფეხდაფეხ, დამდევს მარტოობა,
და ვიცი, ქარია, და ვიცი , კარდაკარ,
ტოტები ემსხვრევათ უმწიფარ ალუჩებს
და არაყს სამნახადს
უცებ თუ გადაკრავ,
ამბობენ, შმორიან ტკივილსაც აყუჩებს.
სადა ხარ?!..
ომია, ჭრილობებს ღებავენ
პროსპექტზე სახლების მხიარულ ფასადად,
ამაღამ... უთუოდ დაგვხვრეტენ მე და შენ,
ვეღარ გვიშველიან სიცოცხლის ფასადაც,
ვეღარც ვარსკვლავები, ვეღარც მოედნები,
ვეღარც სტრიქონები ძველი პოემიდან,
როგორც სიყვარულის მწირი მლოცველები
დგანან და განაჩენს ისე მოელიან
თბილისში ჭადრები...
დგება შემოდგომა...
იყუჩე, ომია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები