 | ავტორი: ინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 23 სექტემბერი, 2016 |
ჩვენ, ვინც გადავრჩით, ვინც თავი დავაღწიეთ ბედნიერების საზარელ კლანჭებს, რომლებიც არ ვართ ვალდებულები საკუთარი თავის წინაშე, ვისაც არასოდეს დაგვირწევია შვილის აკვანი, არ გვიმღერია იავნანა, არ გვიკოცნია ქმრებისათვის მზისგან დამწვარ მხრებზე. ჩვენ- ვინც შევძელით და დავამსხვრიეთ ყველა ლარნაკი, ვისაც არასოდეს გვჩუქნიან ყვავილებს და არასოდეს შევსულვართ ღვთის სახლში თეთრი კაბით, ჩვენ არაფერში გვჭირდება ღმერთი. გვეშინია, რაღაცის გვწამდეს, არ გამოგვდის, რომ კარგად ვიყოთ. . ვუყურებ ქალებს, ჩვილებით ხელში, ცოლ-ქალებს, ოჯახის ქალებს, მათ, ვინც ღამღამობით ანგელოზებს ესაუბრებიან და მიკვირს, როგორ გადარჩნენ. მე ისე გადავრჩი, როგორც შემეძლო.. გადავურჩი საზარელ კლანჭებს. ვუყურებ დედებს და ვფიქრობ, მე მათ ადგილას ბედნიერებისგან მოვკვდებოდი. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა კარგი ინი ხარ, ავტორო! რა კარგი ინი ხარ, ავტორო!
2. მეორედ მოვბრუნდი არაფერს განსაკუთრებულს არ დავწერ დიდი სიყვარულით მოგიკითხავ ... ბედნიერებისგან არავინ კვდება
მეორედ მოვბრუნდი არაფერს განსაკუთრებულს არ დავწერ დიდი სიყვარულით მოგიკითხავ ... ბედნიერებისგან არავინ კვდება
1. :) მშვენიერი ჩანაწერია გადარჩენილო.. :) მშვენიერი ჩანაწერია გადარჩენილო..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|