ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2016
...
გვირაბის ბოლოს სინათლედ ჩანდი, და მზერით მზეებს აბნევდი ქარში. მე კი ბროლივით უცებ დამემსხვრა, სუყველა ნოტი გაბზარულ ხმაში. ბლაგვი ოცნება შემრჩება ხელში, ქუჩის სიბნელე თვალებს ამიწვავს და როგორც სოკო ნაწვიმარ ტყეში, შენზე ფიქრები მოქარგავს მიწას.