 | ავტორი: მმმმმ ჟანრი: პოეზია 29 სექტემბერი, 2016 |
ის მიყურებს. თვალები აქვს სევდიანი, სევდიანი. ჩრდილი არ კრთის, აღარ იძვრის, აღარ ეფინება გზას. ვეღარ ხედავს ფერმკრთალ ხელებს როგორ ნაზად არხევს ზღვა. აღარ ახსოვს ქარის ქროლა, ნავის აღმა-დაღმა სვლა. უძრაობას შეხიზნული, აღარ ერთვის დროთა სვლას. აღარ დარდობს, ნაძულები - უბით ნატარები ხმა, შეშლილი რომ დაიგრგვინებს - შემომხედე, კვლავ აქ ვარ! ბნელ კბოდეზე მიმავალი, მოტიალე მისი სული აღარ ნატრობს, აღარც ეძებს, მივიწყებულ ითაკას.
მშვიდი, როგორც წყეულ ნისლში განფენილი არარა, სამყაროსგან გახიზნული, ბნელ უფსკრულში, დამაშვრალი, დავრჩი ისევ მარტოდ მარტო, ლურჯა ცხენის ამარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|