ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2016


დედას

მელნისფერ ზღაპრად გადაიქცა  ბავშვობის ზეცა,
მოგონებებით სარკოფაგებს პირამდე ვავსებ,
წლების წინ, თუთით მოთხუპნული მოვრბოდი შენთან,
ახლა მხარდამხარ ვუმკლავდებით ცხოვრებას, ასე.

ღიმილის უკან სიტყვებია, უთქმელი, ვხედავ,
ვიცით, არ ვამბობთ, ყველაფერი რომ  აღარ წახდეს.
რამდენჯერ უნდა გამოვიდე კანიდან, ნეტავ,
რომ შენი ყველა სიხარულის მიზეზი გავხდე.

თუმცა კი გზები ასარჩევად იმდენი მოჩანს,
მე ტივზე მჯდარი, შენ წლებია კალაპოტს კემსავ,
ღმერთი იქნება თავად ის დღე, დედიკო, როცა
მე შენს ჭაღარებს დავითვლი და შენ კიდევ ჩემსას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები