2. ტელეფონით ვარ და სრული სათქმელი არ გამოჩნდა ძმაო. ზომით დიდი იყო ალბათ :) გაგიზიარებ სხვა დროს ჩემს აზრს.
ადმინს ვთხოვ წაშალოს კომენტარი ნომრით 2 ტელეფონით ვარ და სრული სათქმელი არ გამოჩნდა ძმაო. ზომით დიდი იყო ალბათ :) გაგიზიარებ სხვა დროს ჩემს აზრს.
ადმინს ვთხოვ წაშალოს კომენტარი ნომრით 2
1. საინტერესო ავტორი ხარ, გიო! ერთი წაკითხვა შენი ლექსის, ან უბრალოდ მსუბუქად ჩაკითხვა არასოდეს კმარა ხოლმე, - უნდა მიუბრუნდე, გაიაზრო. მე არ მაქვს პასუხი, ეს კარგია თუ ცუდი. რამდენადაც პოეზიას სათქმელი უნდა ჰქონდეს, ალბათ იმდენად ცოტა მეტი სიმსუბუქეც ჭირდება, მუსიკაა და იმიტომ. აი, მაგალითად, ეს ფრაზა არ მომეწონა, დატვირთულია, რთულად აღსაქმელია, გაჩერებს კითხვისას, არადა მანამდე რა მსუბუქად მიდიოდა, ბუნებრივად: ,,მკვეხარა შაშვის მსგავსად მწიფე ხილის ცდუნებით."-სათქმელი გასაგებია, მაგრამ ერთი სტრიქონისთვის ბევრი ინფორმაციაა ან უკეთ შეიძლებოდა თქმა, არ ვიცი. ეს ფრაზა ,,თოვლის პურებით წვიმის წყევლას გაანიავებს" არ მოგატყუებ და საერთოდ ვერ გავიგე, ბუნდოვანი იყო ჩემთვის. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან წიგნიერი ადამიანი ხარ, გეტყობა, რომ ბევრისგან განსხვავებით კითხულობ და ისე წერ, ანუ არამხოლოდ წერ. სათქმელი გაქვს, მაგრამ ფორმაზე ვიმუშავებდი შენს ადგილას რომ ვიყო. ყველა მონაცემი გაქვს საიმისოდ, რომ გამორჩეული, ღრმა ავტორის ნიშა დაიკავო. მოკლედ ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ ეს არაა მხოლოდ შენი ერთი ლექსის წაკითხვით დატოვებული შთაბეჭდილება. მგონი მართლა ტვირთავ ლექსებს. უბრალოდ გწერ, არა კონკრეტული შენიშვნებით, მაგრამ იმის იმედით, რომ ჩემი კომენტარი საინტერესო შეიძლება იყოს შენთვის. აუცილებლად გათვალისწინების პრეტენზია კი ჩემგან შორს :) :) გულითადი მოკითხვა და პატივისცემა!
საინტერესო ავტორი ხარ, გიო! ერთი წაკითხვა შენი ლექსის, ან უბრალოდ მსუბუქად ჩაკითხვა არასოდეს კმარა ხოლმე, - უნდა მიუბრუნდე, გაიაზრო. მე არ მაქვს პასუხი, ეს კარგია თუ ცუდი. რამდენადაც პოეზიას სათქმელი უნდა ჰქონდეს, ალბათ იმდენად ცოტა მეტი სიმსუბუქეც ჭირდება, მუსიკაა და იმიტომ. აი, მაგალითად, ეს ფრაზა არ მომეწონა, დატვირთულია, რთულად აღსაქმელია, გაჩერებს კითხვისას, არადა მანამდე რა მსუბუქად მიდიოდა, ბუნებრივად: ,,მკვეხარა შაშვის მსგავსად მწიფე ხილის ცდუნებით."-სათქმელი გასაგებია, მაგრამ ერთი სტრიქონისთვის ბევრი ინფორმაციაა ან უკეთ შეიძლებოდა თქმა, არ ვიცი. ეს ფრაზა ,,თოვლის პურებით წვიმის წყევლას გაანიავებს" არ მოგატყუებ და საერთოდ ვერ გავიგე, ბუნდოვანი იყო ჩემთვის. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან წიგნიერი ადამიანი ხარ, გეტყობა, რომ ბევრისგან განსხვავებით კითხულობ და ისე წერ, ანუ არამხოლოდ წერ. სათქმელი გაქვს, მაგრამ ფორმაზე ვიმუშავებდი შენს ადგილას რომ ვიყო. ყველა მონაცემი გაქვს საიმისოდ, რომ გამორჩეული, ღრმა ავტორის ნიშა დაიკავო. მოკლედ ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ ეს არაა მხოლოდ შენი ერთი ლექსის წაკითხვით დატოვებული შთაბეჭდილება. მგონი მართლა ტვირთავ ლექსებს. უბრალოდ გწერ, არა კონკრეტული შენიშვნებით, მაგრამ იმის იმედით, რომ ჩემი კომენტარი საინტერესო შეიძლება იყოს შენთვის. აუცილებლად გათვალისწინების პრეტენზია კი ჩემგან შორს :) :) გულითადი მოკითხვა და პატივისცემა!
|